07:42:46     22-09-2014
იტალიელი ჯარისკაცები მარიხუანას მოიყვანენ
იტალიის ჯანდაცვისა და თავდაცვის სამინისტროები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შედეგი: ფლორენციაში მდებარე სამეხდრო ქარხანაში ჯარისკაცები მარიხუანას მოიყვანენ.
ეს გადაწყვეტილება რობერტ პინოტიმ (თავდაცვა) და ბეატრის ლორენზინმა (ჯანდაცვა) მიიღეს. ამის მთავარი მიზანი კი მედიცინაა. არანაირი ლეგალიზაცია და მასიური წარმოება, მხოლოდ წამლები.
მარიხუანის მოყვანის მთავარი მიზეზი იმპორტული მარიხუანის სიძვირეა, უფრო სწორად სამედიცინო პრეპარატების, რომლებიც მის საფუძველზე მზადდება.
ტეტრაგიდროკანაბინოლის საფუძველზე დამზადებული პრეპარატებით მკურნალობის ერთთვიანი კურსი იტალიელებს 700 ევრო უჯდებათ. ამიტომ მათ გადაწყვიტეს მარიხუანა თავად მოიყვანონ და პირობას იძლევიან, რომ აფთიაქებში პრეპარატები უკვე მომავალ წელს გამოჩნდება.
შემთხვევითი არაა, რომ იტალაიში მარიხუანის მოყვანა გადაწყვიტეს, მარიხუანა არამარტო ხსნის სტრესს, არამედ თავის ტკივილსაც შველის.
გარდა
ამისა მარიხუანა ჩვეულებრივ სიგარეტზე სასარგებლოა და ადამიანს ეხმარება
უფრო ჭკვიანი გახდეს. ამიტომ ამერიკაში ცდილობენ გაყიდვაში მარიხუანაზე
დაფუძნებული გაზირებული სასმელი გამოუშვან და მას მედიაშიც კი არეკლამებენ.
0