11:23:43     26-02-2011
მერლინ მენსონს დრამერი გაექცა
დრამერმა რობერტ უილსონმა, რომელიც ჯინჯერ ფიშის სახელითაა ცნობილი, ჯგუფ „მერლინ მენსონიდან“ წასვლის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას „New Musical Express“ ავრცელებს.
თავისი გადაწყვეტილება მომღერალმა იმით ახსნა, რომ სურს რაიმე სხვა სფეროში მოსინჯოს ბედი.
უილსონი, რომელმაც ფსევდონიმი მსახიობ ჯინჯერ როჯერსის და სერიული მკვლელის, ალბერტ ფიშის საპატივსაცემოდ აიღო, ბრაიან უორნერის (მერლინ მენსონის ნამდვილი სახელი) ერთერთ ყველაზე ძველ და მუდმივ პარტიორად ითვლება.
ის, მცირე შესვენებებით, მენსონის ჯგუფში უკნასკნელი 15 წლის განმავლობაში უკრავდა და ჯგუფის შვიდი სტუდიური ალბომიდან ექვსში მიიღო მონაწილეობა.
0