ბადრიჯანი ბულგარულით ბადრიჯანი ბულგარულით />


  07:17:01     22-09-2014

ბადრიჯანი ბულგარულით

a32012.jpg

ბადრიჯანი ორგანიზმს ჭარბი ქოლესტერინისაგან ათავისუფლებს; ბადრიჯანი ბულგარულით კი ის გემრიელი კერძია, რომელიც ინგრედიენტების გემოვნებისამებრ განსაზღვრის საშუალებას გაძლევთ.

რეცეპტის ინგრედიენტები (გემოვნებისა და სურვილისამებრ):

        ბადრიჯანი
        ბულგარული წიწაკა (წითელი, ყვითელი და მწვანე)
        ხახვი
        ქინძი, ოხრახუში, რეჰანი
        ნიორი
        უცხო სუნელი
        ქინძის სუნელი
        მაიონეზი*
        მარილი, პილპილი

~ მომზადების წესი ~

ბადრიჯანი წვრილად დავჭრათ სიგრძეზე და კარგად შევწვათ. როდესაც შეიწვება, გადავიტანოთ ემალის ქვაბში და დავამატოთ წვრილად (სიგრძეზე) დაჭრილი ფერადი ბულგარულები. ასევე დავამატოთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, წვრილად დაჭრილი ქინძი, ოხრახუში და რეჰანი. ჩავაჭყლიტოთ რამოდენიმე კბილი ნიორი. ვუქნათ ცოტა უცხო და ცოტა ქინძის სუნელიც. მოვასხათ მაიონეზი, კარგად ამოვურიოთ და გემრიელად მივირთვათ!

0

ავტორი: