18:35:14     21-09-2014
ქუთაისის სამკურნალო დაწესებულებიდან გაქცეული პატიმარი დაკავებულია

ქუთაისის ერთ-ერთი სამკურნალო დაწესებულებიდან გაქცეული პატიმარი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში დააკავეს ოპერატიული ღონისძიების შედეგად.
ამ დროისთის დაკავებული სამხარეო პოლიციის შენობაში იმყოფება. გარკვეული პროცედურების შემდეგ მოხდება ბადრაგის მიერ მისი გადაყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
0