12:30:55     21-09-2014
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან პატიმარი გაიქცა
სასწრაფოდ: ცნობილი გახდა რომ ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან მსჯავრდებული გაიქცა. არსებული ინფორმაციით, ის საავადმყოფოში ბადრაგის თანხლებით მიიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ მოახერხა მსჯავრდებულმა საავადმყოფოდან გაქცევა. დეტალები და პატიმრის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.
პატიმრის გაქცევს ფაქტზე კომენტარს არ აკეთებენ სამართალდამცველები. მათი ინფორმაციით: "მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები გაქცეულის დაკავების მიზნით".
0