პირველადი ვერსიით, გორში 21 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩო პირველადი ვერსიით, გორში 21 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩო />


  18:39:37     18-09-2014

პირველადი ვერსიით, გორში 21 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩო

a31990.jpg

 შს სამინისტრო გორში ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს. როგორც „პრესა.ჯი“-ს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს კომბინატის დასახლებაში 21 წლის ნ.ბ ჩამომხრჩვალი იპოვეს.

„გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს რაც სიკვდილამდე მიყვანას გულისხმობს“,- აცხადებენ შს სამინისტროში. მომხდარის მიზეზებზე არ საუბრობენ გარდაცვლილის ახლობლები.

მათი თქმით, ჩამომხრჩვალი გოგონა მამამ იპოვა.  ნ.ბ.-ს გვამი პროზექტურაში გადაასვენეს. 



0

ავტორი: