ადვოკატი: ნაცემმა პატიმარმა მითხრა მე თავს არ ვიკლავ თუ არ მომკლესო ადვოკატი: ნაცემმა პატიმარმა მითხრა მე თავს არ ვიკლავ თუ არ მომკლესო />


  13:46:03     18-09-2014

ადვოკატი: ნაცემმა პატიმარმა მითხრა მე თავს არ ვიკლავ თუ არ მომკლესო

a31979.jpg

„ციხეში პატიმრები თავს არ იკლავენ ჩვენ სიცოცხლე გვინდა“,- ამის შესახებ 21 წლის პატიმრმა მის უფლებადამცველს უთხრა.

როგორც „პრესა.ჯი“-ს ადვოკატმა ნინო არველაძემ განუცადა , პატიმარი ჯემალ ქუთათელაძე ბადრაგის თანამშრომლებმა უმოწყალოდ სცემეს და უთხრეს, რომ „ერთი პატიმრის ჩამოხრჩობა არ გაუჭირდებოდათ“.

ადვოკატი ირწმუნება, რომ მსჯავრდებული სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში გადაყვანამდე რუსთავის #6 დაწესებულებაში სცემეს.

მსჯავრდებულს სერიოზული დაზიანებები თავისა და კიდურების არეში აქვს მიყენებული, რაც ვიზუალური დათვალიერებით თვალშისაცემია.

ადვოკატი ვიდეოთვალის ჩანაწერების განსაჯაროებას ითხოვს. საქმის კურსშია სახალხო დამცველის აპარატიც.

„პრესა.ჯი“: როდის მოხდა ფაქტი, როდის შეიტყვეთ თქვენ და რას ამბობს მსჯავრდებული?

ნინო არველაძე: გუშინ დაახლოებით 15:00 საათზე პატიმარი ოჯახს დაუკავშირდა პატიმარი და აცნობა, რომ ადვოკატი სასწრაფოდ შესულიყო მასთან. სადღაც დღის 16:30 საათზე შევედი მასთან, აღმოვაჩინე რომ ნაცემია. მას დაზიანებები ვიზუიალურადაც ეტყობოდა. მითხრა რომ რუსთავის #6 დაწესებულებაში მას ბადრაგის რამოდენიმე წევრი ფიზიკურად გაუსწორდა. 

რაც შეეხება ცემის მიზეზს მან ეს არ იცის. ამის დადგენა არ წარმოადგენს სირთულეს, რადგან ისეთ ადგილზე მოხდა ცემის ფაქტი, რომ 4 კამერა დააფიქსირებდა ამას. მან თქვა, რომ რამდენიმე კაცი მირტყამდაო. მისი სიტყვები იყო შემდეგი : ყველამ იცოდეს მე თავს არ ვიკლავ თუ არ მომკლესო, ციხეში პატიმრები თავს არ იკლავენ ჩვენ სიცოცხლე გვინდაო.

- სხვა პატიმრებთან ხომ არ მოსვლის უთანხმოება?

- არა პატიმრებს შორის არანაირი უთანხმოება არ ყოფილა.

- სასჯელაღსრულების სამინსიტროში აცხადებენ, რომ პატიმარმა ჯემალ ქუთათელაძემ უმნიშვნელო დაზიანება ხელბორკილის დადების დროს მიიღო, უწყება ცემის ფაქტს კატეგორიულად უარყფს...

- ფაქტი სახეზეა, ვიზაუალურად პატიმარს ცემის კვალი დღესაც ეტყობა, არ ვსაუბრობ შინაგან დაზიანებებზე რომელიც შეიძლება მიღებული ჰქონდეს.

- „ყველამ იცოდეს მე თავს არ ვიკლავ თუ არ მომკლეს“,- პატიმრის ეს განცხადება ხომ არ ნიშნავს იმას რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება?

- მას აქვს სერიოზული შიში ეს შიში გამოწვეულია ბადრაგის მუქარით: რა პრობლემაა ერთი პატიმრის ჩამოხრჩობაო. ის მონიტორინგს ითხოვს, სხვა პატიმრების ისტორიებიდან გამომდინარეც და ამბობს, რომ პატიმრები თავს არ იკლავენ...

„პრესა.ჯი“ სასჯელაღსრულების სამინისტროს დაუკავშირდა სადაც პატიმრის ცემის ფაქტი კატეგორიულად უარყვეს.

მათი თქმით, პატიმარი #6 დაწესებულებიდან #8-ში გადაყავდათ, რა დროსაც ის რეჟიმის თანამშრომლებს წინააღმდეგობას უწევდა. "რეჟიმის თანამშრომლებმა წინააღმდეგობის გამო, მისთვის ხელბორკილის დადება გადაწყვიტეს, პატიმარი ამ დროს მათ კვლავ წინააღმდეგობას უწევდა და მიიღო უმნიშვნელო დაზიანება. 

ამის შემდეგ, ის ციხის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცუმნიშვნელო დაზიანების გამო მალევე მოათავსეს #8 დაწესებულებაში", - განაცხადეს სასჯელაღსრულების სამინისტროში.

0

ავტორი: