09:42:16     18-09-2014
არაქისის კარაქის ქაფქეიქები
არაქისის კარაქის ქაფქეიქების მარტივი რეცეპტი, რომელიც სულ რაღაც საათნახევარს წაგართმევთ და შედეგად მიიღებთ 40-მდე უგემრიელეს ქაფქეიქს!
ინგრედიენტები:
1 მთელი 3/4 ჭიქა ფქვილი
1/2 ჩაის კოვზი მარილი
1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა
1/2 ჭიქა კარაქი, დარბილებული
1/2 ჭიქა შაქარი
1/2 ჭიქა არაქისის კარაქი
1/2 ჭიქა ყავისფერი შაქარი
1 ცალი კვერცხი
1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
2 სუფრის კოვზი რძე
პირველი ეტაპი:
გააცხელეთ ღუმელი 190C (375F) გრადუსამდე. ერთად გაცერით ფქვილი, მარილი და სოდა.
მეორე ეტაპი:
გათქვიფეთ კარაქი, შაქარი, არაქისის კარაქი და ყავისფერი შაქარი კრემისებური მასის მიღებამდე. ჩაუმატეთ კვერცხი, ვანილი და რძე. ჩაუმატეთ ფქვილის მშრალი მასაც და კარგად შეურიეთ. მიღებული ცომისგან გააკეთეთ 40-მდე ბურთულა და მოათავსეთ უცხიმო მინი-მაფინების ფორმებში.
მესამე ეტაპი:
აცხვეთ 190C (375F) გრადუსზე 8 წუთის განმავლობაში. გამოიღეთ ღუმელიდან, სურვილისამებრ ზემოდან დაადეთ ყოველ ქაფქეიქს შოკოლადის ნატეხი და თითის მსუბუქად დაჭერით მოათავსეთ ისინი ნამცხვრებში. შემდეგ აცალეთ კარგად გაცივება და ფრთხილად ამოიღეთ ფორმიდან.
0