თიბისი ბანკმა  მომხმარებელს მობაილ ბანკის განახლებული აპლიკაცია წარუდგინა. თიბისი ბანკმა მომხმარებელს მობაილ ბანკის განახლებული აპლიკაცია წარუდგინა. />


  13:31:40     16-09-2014

თიბისი ბანკმა მომხმარებელს მობაილ ბანკის განახლებული აპლიკაცია წარუდგინა.

a31918.docx

16.09.2014

სექტემბრიდან  თიბისი ბანკის მომხმარებლებს მობაილ ბანკის ახალი  iPhone  აპლიკაციით სარგებლობა შეუძლიათ.  წინა ვერსიასთან  შედარებით მნიშვნელოვნად გამარტივებულ  აპლიკაციაში შესვლა უკვე პასკოდის - 5 ნიშნა პაროლის აკრეფით არის შესაძლებელი.

მომხმარებელს საშუალება აქვს აირჩიოს ძირითადი ანგარიში,  რომელიც ავტომატურად,   ყველა ფინანსური იპერაციების შესრულების დროს გამოჩნდება.

აპლიკაციას რამდენიმე  ახალი ფუნქცია დაემატა- საბიუჯეტო გადარცხვები,  ჯარიმების გადახდა, ახლებური კომუნალური გადახდების გვერდი და ა.შ.  ასევე გამარტივდა სხვის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა.

აპლიკაციას დაემატა სრულიად ახლებური ფინანსების მართვის ფუნქციაც-  მისი მეშვეობით მომხმარებელი შეძლებს დეტალურად გაეცნოს, თუ რაში ხარჯავს თანხებს, როგორია მისი ფინანსური მდგომარეობა და უკეთ დაგეგმოს საკუთარი ფინანსები.

სხვა სიახლეებთან ერთად, აპლიკაციის მეშვეობით გამარტივებულია ბანკის ფილიალების და ბანკომატების ძებნაც.

მობაილ ბანკის  განახლებული iPhone აპლიკაცია სიახლის და კომფორტის მოყვარულ მომხმარებელზეა გათვილი.  მისი გადმოწერა ნებისმიერ მსურველს App Store- დან უფასოდ შეუძლია.

 

0

ავტორი: