შსს–ს უახლესი დანაშაულის სტატისტიკა და კითხვები უწყების მისამართით... შსს–ს უახლესი დანაშაულის სტატისტიკა და კითხვები უწყების მისამართით... />


  12:23:12     16-09-2014

შსს–ს უახლესი დანაშაულის სტატისტიკა და კითხვები უწყების მისამართით...

a31916.jpg

რატომ გახშირდა საქართველოში მკვლელობები? რა სტატისტიკას აქვეყნებს შინაგან საქმეთა სამინისტრო? მალავს თუ არა უწყება ოფიციალურ ციფრებს? ეს ის კითხვებია, რომელიც ბოლო პერიოდში ისმის. ამის კვალდაკვალ შინაგან საქმეთა სამინისტრო 8 თვის და აგვისტოს თვის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც „2014 წლის აგვისტოს თვეში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 2405 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1277 დანაშაული.

დანაშაულის გახსნის პროცენტია 53,1%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -19,27 %. 2014 წლის იანვარ-აგვისტო შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით 2014 წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 17458 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 10583 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 60,62%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -17,05 %“.

შსს–ს სტატისტიკას არ ენდობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი თენგიზ გუნავა. როგორც „პრესა.ჯი“-ს ყოფილმა პოლიციელმა უთხრა, ერთია შს სამინისტროს სტატისტიკა და მეორე ის გაუსაძლისი მდგომარეობა, რომელსაც ხალხი ყოველდღიურად ხედავს. „ქვეყნის მოსახლეობა ხედავს, როგორ არის კრიმინალი გაზრდილი. გავიდნენ ქუჩაში და ხალხს აზრი ჰკითხონ. შინაგან საქმეთა სამინისტრო და მინისტრი არ უნდა იყოს დაინტერესებული იმით, რომ ქაღალდზე გამოსწორებული სტატისტიკა ანახოს ხალხს და ისე დააბრუნოს შევარდნაძის პერიოდი, როცა დანაშაული იმალებოდა.

მსგავი კრიმინალური ფაქტები, რომელსაც ყოველდღე ვაწყდებით, დიდი ხნის განმავლობაში არ ყოფილა. თავის მართლების რეჟიმს დღევანდელ შს სამინისტროს ურჩევნია იმუშავოს პრობლემაზე და დანიშნოს ოპერატიულ განყოფილებაში თანამდებობაზე კომპეტენტური ადამიანები“,- განაცხადა გუნავამ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ თემის კომენტირებისას თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები ქვეყანაში კრიმინოგენული მდგომარეობის გაუარესების შესახებ შსს-ს დისკრედიტაციას ემსახურება. შს მაღალჩინოსანი ირწმუნება, რომ ქვეყანაში დანაშაულის მაჩვენებელი არ გაზრდილა.

"ეს წმინდა წყლის პოლიტიკური განცხადებებია, რომლებიც ყველა რეალურ მიზეზს არის მოკლებული და მიზანი აქვს ჩვენი სამინისტროს დისკრედიტაცია მოახდინოს. არავითარი საფუძველი იმისთვის, რომ ვიფიქროთ კრიმინოგენული მდგომარეობის გაუარესების შესახებ, არ არსებობს და ამისთვის მე მინდა სტატისტიკა მოვიხმო. კერძოდ, 2011 წლის აგვისტოს თვეში ზუსტად იმდენივე გვქონდა მკვლელობის შემთხვევები, 11 მკვლელობა, როგორიც გვაქვს ამა წლის აგვისტოს თვეში.

ცალსახად შეიძლება ითქვას, თუ უწინ მათ გაშუქებას იშვიათად ჰქონდა ადგილი, დღეს თითქმის ყველა მკვლელობა შუქდება და ამაში პირველ რიგში ჩვენი სამინისტროს საინფორმაციო სამსახური და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იჩენს აქტიურობას და საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას. ასევე კონკრეტული ინტერესი აქვს საზოგადოებას, კერძოდ იყო თუ არა ამნისტია მიზეზი, რის გამოც დანაშაულმა იმატა. გეუბნებით, კონკრეტული ციფრებით, რომ არა. იმიტომ, რომ ეს რეალობა იყო 2011-სა და 2012 წლებშიც." - განაცხადა ლევან იზორიამ.

მიუხედავად შს სტატისტიკისა, ფაქტია, რომ გაუთავებული ბავშვების, მოკლული ახალგაზრდების მშობლებისთვის დიდი ვერაფერი შეღავათია დანაშაულის გახსნის მაღალი მაჩვენებელი. 0

ავტორი: