ჯესიკა მარია ალბა - მეტსახელად ზეციური ანგელოზი ჯესიკა მარია ალბა - მეტსახელად ზეციური ანგელოზი />


  11:12:29     16-09-2014

ჯესიკა მარია ალბა - მეტსახელად ზეციური ანგელოზი

a31902.jpg

სრული სახელი: ჯესიკა მერი (მარია) ალბა.
• დაბადების თარიღი: 28 აპრილი 1981 წელი.
• დაბადების ადგილი: პომონა, კალიფორნიის შტატი, აშშ.
• ზედმეტსახელი: ციური ანგელოზი
• პარამეტრები: 86х63х86
• თმის ფერი: შავგვრემანია
• განსაკუთრებული ნიშნები: ტატუირება ყვავილი და ჭიამაია, კისრის ოდნავ ქვევით.
• რეკლამას უკეთებდა: რძეს, კომპიუტერულ თამაშებს, თმის საღებავს L’Oreal-ისგან, სასმელს.
• საყვარელი სპორტი: გოლფი, ტაი-ბო.
• საყვარელი კერძი: ყველი, შოკოლადისა და მარწყვის ნამცხვრები, დესერტი პანა-კოტა.
• პატარა რომ იყო, ასთმა ჰქონდა.
• ერთ-ერთი მისი ტატუდან, ყვავილის სახით, მის დედასაც აქვს და ბებიასაც.
• უყვარს ჰიპ-ჰოპის მოსმენა (Timbaland, David Gray, Miss Elliot)
• საყვარელი ფერი იისფერია.
• კვირის საყვარელი დღე – პარასკევი.
• პირველი შეყვარებული ჰყავდა 11 წლისას.
• როცა ნერვიულობს, თითზე თმას იხვევს.
• ზედმეტად ბევრი ფეხსაცმელი აქვს.

სახლი ფანჯრებით ბაღისკენ...
მომავალი მსახიობი რამდენიმეჯერ იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს (მამა ესპანური, მექსიკური და ამერიკული ფესვებით, ВВС-თვის მუშაობდა) მანამდე, სანამ ოჯახი, ბოლოს და ბოლოს, სამხრეთ კალიფორნიაში არ დამკვიდრდა. ალბების ოჯახი თავიდან მისისიპის შტატის ქალაქ ბილოქსიში გადავიდა, შემდეგ ისევ კალიფორნიაში დაბრუნდა, მერე დელ რიოში გაემგზავრა, ტეხასი მოიარა და ბოლოს ისევ დასავლეთ სანაპიროზე დასახლდა.
მომავალი მსახიობის პირველი სერიოზული ნაბიჯები. გამუდმებული გადასვლა-გადმოსვლების მიუხედავად, 5 წლის ასაკში ჯესი უკვე ოცნებობდა მსახიობობაზე. მსახიობის ოსტატობის პირველი გაკვეთილები უკვე 12 წლისას ჰქონდა, 9 თვის შემდეგ კი საკუთარი აგენტი ჰყავდა.

პირველი როლი ფილმში მიკარგული ბანაკი (“Camp Nowhere”, 1994) შემთხვევით მიიღო. ჯერ მასობრივი სცენისთვის მიიღეს, მაგრამ მთავარ როლზე არჩეული გოგონა გამოეთიშა გადაღებებს და მისი ადგილი, თმის ფერის წყალობით (რომელიც წინა შემსრულებლისას დაემთხვა), ჯესმა დაიკავა. ამ შემთხვევითობამ მსახიობური კარიერა და, ფაქტობრივად, მთელი ცხოვრებაც განსაზღვრა.

ფილმის შემდეგ ჯესიკა რეკლამებში ჩნდება, ტელესერიალებშიც გადაიღებენ. ყველაზე ცნობილი მათგან “ფლიპერია”, რომლის გადაღებების დროს, მუქარების შემდეგ, გაიტაცებენ კიდეც და მალე საღსალამათს პოლიციელები იპოვიან. ამას სხვა წინადადებებიც მოჰყვება და ჯესიკა ყველგან, ჩავარდნილ პროექტებშიც კი, ცდის ძალას.

1998 წელი ტელევიზიაში საქმით იყო დატვირთული, მაგრამ დიდი კინო?..

პირველი როლები დიდ კინოში
რაც შეეხება დიდ კინოს, პირველი როლები ჯესიკამ “პანკებში”, “უკოცნელში” და “მკვლელ ხელებში” შეასრულა. ინტერნეტში პოპულარობის ზრდასთან ერთად (ფლიპერისა და ეგზოტიკური გარეგნობის წყალობით – მის წინაპრებში დანიელების, ფრანგებისა და მექსიკელების სისხლია), უცნაურიც არაა, რომ დიდმა რეჟისორმა ჯეიმს კამერონმა მთავარ როლზე აიყვანა წარმატებულ, როგორც მერე აღმოჩნდა, ტელესერიალში “ბნელი ანგელოზი” (“Dark Angel”).

ეს როლები, რა თქმა უნდა, მომავალი კარიერისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი იყო. ჯესიკას “ციური ანგელოზი” დაარქვეს და მაშინვე გამოჩნდა ჟურნალების ყდაზე. მოგვიანებით, 2001 წელს “ოქროს გლობუსზე წარადგინეს” ნომინაციით "ტელესერიალების საუკეთესო მსახიობი".
პირადი ცხოვრებაც საკმაოდ ბობოქარი იყო. მაიკლ უითერლისთან ხმაურიანი ნიშნობის შემდეგ, მარკ უოლბერგთან შენიშნეს. ჯესიკა ამ პერიოდში ლ’ორეალის ოფიციალური სახეა. მომგებიანი სარეკლამო კონტრაქტების შემდეგ კინოში ბრუნდება ფილმებით: “ინტიმური ლექსიკონი”, “კეთილი იყოს თქვენი მობძანება სამოთხეში”, “ცოდვის ქალაქი” და “ფანტასტიკური ოთხეული”.

მთელი 2006 წელი თაყვანისმცემლები ახალ ნამუშევარს ელოდნენ. მაგრამ წვეულებებზე გამოჩენისა და “გაღვიძებაში” ჰაიდენ კრისტენსენთან გადაღებების გარდა არაფერი ჩანდა.
დადგა ახალი 2007 წელი, რომელიც ერთბაშად 4 ფილმით აღინიშნა. რაც შეეხება გასულ, 2008 წელს. მან ორი ფილმი მოიტანა “თვალი”, “ნარკოზი”. ჯესიკამ მათში შესანიშნავად ითამაშა.

რატომ?
რატომღაც ჯესიკა ძველებურად აგრძელებს საეჭვო კონტრაქტებზე ხელის მოწერას, ამიტომ ჩნდება ისეთი ნახელავი, როგორიცაა «ბილი» და «სექს გურუ». ეს ორი ვითომ-კომედია ძლივს გამოვიდა დვდ-ზე, დიდ გაქირავებაზე ხომ საუბარიც არ ღირს.

ჯესიკას თავისი ოჯახი აქვს
ამჟამად ჯესიკას თავისი ოჯახი აქვს და ქმართან ქეშ უორენთან ერთად ცხოვრობს. ქორწილი 2008 წლის მაისში ჰქონდათ. მსახიობი მონაწილეობს სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებაში, სტუმრობს მშობლებს, ხვდება მეგობრებს. ჰყავს ქალიშვილი – ჰონორ მარი, რომელიც 2008 წლის 7 ივნისს დაიბადა. როგორ მოიქცევა ჯესიკა, ძიძებს და დედას დაიხმარს, თუ თვითონ მიხედავს ბავშვს, ჯერ გაურკვეველია. ქეშსაც უნდა მივაგოთ პატივი, როგორც მამა საუკეთესო თვისებებს ამჟღავნებს, ზრუნავს ცოლზე და ეხმარება.

ალბა ყოველთვის უჩვეულო, “არავარსკვლავური” ვარსკვლავი იყო. ირონიით ეპყრობოდა სექს-სიმბოლოს წოდებას, შეუყვარდა ჩვეულებრივი მოკვდავი, ყოველგვარი ხმაურის გარეშე გათხოვდა და კარიერის მწვერვალზე გახდა დედა. “ჰოლივუდურად” (ტკივილისა და ჭინთვების გარეშე) მშობიარობაც კი არ მოინდომა, ყველა სხვა ქალის მსგავსად იმშობიარა, როგორც 10, ან 20 მილიონი წლის წინ მშობიარობდნენ.

კასტინგი
ცხელი და ამბებით მდიდარი 2008 წლის ზაფხული დასრულდა, ჯესიკა კი უკვე მოასწრო 2 ფილმზე ჩაწერა: “ჩემი უხილავი ნიშნები” (“An Invisible Signs Of My Own”) და “მკვლელი ჩემში” (“The Killer Inside Me”). “ფანტასტიკური ოთხეულის” ჭკვიანი, თავდაჯერებული და ჯიუტი ვარსკვლავი ყველას აჩვენებს, რომ ის ... ვარსკვლავზე მეტია!

პომონის მზით დამწვარი ქუჩებიდან ბევერლი ჰილზის ფოთლოვან მიდამოებამდე მისაღწევად მანქანით მგზავრობის სულ რამდენიმე საათია საჭირო. მაგრამ ჯესიკა ალბასთვის ის მთელ მოგზაურობად გადაიქცა.

«ბავშვობიდან ჟინით ვიყავი სავსე. იმ დროიდან ვიცოდი, რა უნდა მეკეთებინა ცხოვრებაში – თამაში მინდოდა. მამა მეუბნებოდა: როდისღა წახვალ პროფსასწავლებელშიო. მამა არ ამართლებდა ჩემს არჩევანს, სანამ გადასაღებ მოედანზე არ მოვიდა და არ ნახა, როგორი გულმოდგინებით ვმუშაობდი. ყოველთვის ხმელეთზე გამოგდებული თევზივით ვგრძნობდი თავს. ამდენი მოგზაურობით ყველასთვის ახალი და უცხო ვიყავი. არ მიყვარს დროისა და ძალის ხარჯვა. ანონიმურობა მირჩევნია, მომწონს სიტუაციები, რომლებშიც ვერ მამჩნევენ.
სულაც არ ვფიქრობ, რომ გადასარევად გამოვიყურები. არ მიყვარს ჟურნალებისა და გაზეთების ფურცლებზე გამოჩენა, გამონაკლისი მხოლოდ ის შემთხვევბია, როცა ჩემს ფილმებზეა საუბარი. წელს, პირველად ჩემს ცხოვრებაში, იმედი მაქვს, რომ ძალა მეყოფა იმის გასაკეთებლად, რისი გაკეთებაც მართლა მინდა. იქნებ, ბოლოს და ბოლოს, დაინახონ ადამიანებმა ნამდვილი ჯესიკა და არა ბიკინიანი გოგონა პლაჟზე (ჟურნალი Parade, 3 ივნისი 2007 წელი)”.

VIVA №17 აგვისტო 2008

ჯესიკა ალბა: ვარსკვლავის დაბადება
თავის 28-ე წლამდე ამ მომხიბვლელმა გოგონამ ჰოლივუდის ულამაზესი მსახიობის გვირგვინის მორგებაც მოასწრო და პლანეტის ყველაზე სექსუალური ქალბატონისაც. თუმცა, გულწრფელ ინტერვიუში აღიარებს, რომ ნამდვილი ვარსკვლავური გზა მის ცხოვრებაში ქალიშვილის დაბადებით დაიწყო.

- რა არის შენთვის დედობა?
საჩუქარია და დიდი წყალობა.

- რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად მშობიარობასთან დაკავშირებით?
ძალიან აღელვებული ვიყავი, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, სიმშივდეს ვინარჩუნებდი და არ ვყვიროდი. ქეშს მერე სულ უკვირდა: «როგორ მოახერხე, რომ ერთი კვნესაც არ წამოგცდენიაო!» (იღიმება)

- გამაოგნებელია! და ეს მაშინ, როცა, უკანასკნელი ჰოლივუდური მოდის საპირისპიროდ, ბუნებრივი მშობიარობა არჩიე.
ჩემი მშობიარობა მედიტაციას ჰგავდა. რიგირც მომამზადეს, ისე მოვიქეცი. ვიყავი ყურადღებით, ვიცოდი, რომ ტკივილი უნდა ამეტანა. საბედნიეროდ, არც ისე მტკივნეული მშობიარობა მქონდა.

- ბოლო დროს ამბობენ, მშობიარობა ქალს უფრო სექსუალურს ხდისო.
ფეხმძიმე ვარსკვლავების ჰიტ-აღლუმებსაც კი აწყობენ, რომელშიც ყოველთვის პირველ ადგილზე ხარ, სისულელეა ეს ყველაფერი. ნაკლებად სექსუალურადაც არასდროს მიგრძვნია თავი. არა, ცუდად არ გამიგოთ, ბედნიერი ვიყავი, მაგრამ მხოლოდ მაშინ არა, როცა სარკეში ვუყურებდი. კილოგრამები მაწუხებდნენ ცოტა.

- როგორმე ებრძოდით კილოგრამებს?
რას ამბობთ?! მშვენივრად ვხვდებოდი, რომ ხშირი და ჯანსაღი კვება მჭირდებოდა. ადრე ერთ ჭიქა ყავასა და იოგურტზეც თავისუფლად გადავდიოდი, მაგრამ ფეხმძიმობისას ვგიჟდებოდი, თუ წესიერად ჭამის საშუალებას არ მაძლევდნენ.

- თუმცა, მაინც სწრაფად იბრუნებ ფორმას.
სულ ცოტა ხნის წინ დავიწყე ვარჯიშუი, ისიც მხოლოდ 20-წუთიანი. ცოტა გადავხედე მენიუს და ეგაა.

- როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება გოგონას დაბადების შემდეგ?
დედობა – ყველაზე არაეგოისტური რამაა, რაც კი ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს. ახლა ყველაფერი ჩემი ქალისვილის ირგვლივ ტრიალებს.

- კარიერა და ახალი როლები?
ბავშვმა საქმე მეორე პლანზე გადაიტანა. რეჟისორებსა და პროდიუსერებს, რომელთაც ბავშვისგან ჩემი მოწყვეტა მოუნდებათ, სერიოზული კოზირები უნდა ჰქონდეტ ხელში.

- ვის უფრო ჰგავს, შენი აზრით, გოგონა?
ქეშის ასლია. მისი ცხვირი აქვს, წარბები, შუბლი, ნიკაპი. პირი კი ჩემსას ჰგავს და კიდევ ყურები...

- ხასიათის თვისებები ხომ არ გამოვლენია უკვე?
უკვე საკმოად მოხერხებულია. ოცნებობს და იღიმება, რეაგირებს ჩვენს ხმასა და ჟესტებზე. მაგრამ ჯერჯერობით მაინც იმ სამყაროს სწავლობს, რომელიც ირგვლივაა: რადგან სულ ახლახან დაიბადა, ვგრძნობ, რომ ჯერ კიდევ რაღაც სხვა სამყაროზეა მიჯაჭვული. არ ვიცი, როგორ უნდა ავხსნა სხვაგვარად – ეს უბრალოდ სასწაულია!

- როგორი მამაა ქეში?
ჩემი ქმარი მშვენიერი მამაა – მზრუნველი, მოსიყვარულე და საიმედო.

- ჩვენს დროში ეს ფანტასტიკასავით ჟღერს...
სულ რაღაც ერთი წლის წინ მეც მასე ვთვლიდი. ყველა ბიჭი, რომელთაც ვხვდებოდი, მხოლოდ საწოლზე ფიქრობდა და ძალიან უკვირდათ, თუ პირველი ან მეორე შეხვედრისთანავე არ მივყვებოდი. ყველაზე მეტად მახალისებდა კითხვა: შენ რა, ლესბოსელი ხარო? ახლა მიხარია, რომ ჩემი “ძველმოდური” პრინციპების ერთგული ვრჩებოდი, თუმცა, არ დავმალავ, ხანდახან მეჩვენებოდა, რომ მარტო ყოფნა მეწერა. ქეშთან კი ყველაფერი სხვაგვარად წავიდა. შესაძლოა, იმიტომაც, რომ ჩემთვის ჩვეული სამსახიობო წრიდან არ იყო. კარგად და მშვიდად ვგრძნოდი მასთან თავს და ეს სიყვარულად გადაიქცა. 

- როგორ ფიქრობ, როგორი მშობელი გამოვა თქვენგან: მკაცრი თუ ნაზი?
რა თქმა უნდა, მთავარია – გიყვარდეს შენი შვილი, მაგრამ აღმზრდელობითი ჩარჩოებისა და თავისუფალი პიროვნების ფორმირებას შორის წონასწორობის დაცვაც აუცილებელია.

- რა თვისებებს იმემკვიდრებს პატარა ჰონორი დედისა და მამისგან?
ვისურვებდი, ქეშისგან ცხოვრებაზე პოზიტიური შეხედულება მიიღოს. ჩემგან კი – შრომისუნარიანობა. ჰონორი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ შრომით ცხოვრებაში ყველაფერს მიაღწევს, რასაც ისურვებს.

eva.ge

0

ავტორი: