15:20:18     25-02-2011
საქართველოსა და თურქეთს შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობა ღრმავდება
სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში თურქეთი საქართველოს გადასცემს 1. 207. 500 თურქული ლირის ექვივალენტს, აშშ დოლარებში, რომელიც გამოყენებული იქნება 2011–2015 წლებში.
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის, სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი ანკარაში, 2010 წლის 23 დეკემბერს მოეწერა. ეს შეთანხმება პარლამენტში რატიფიცირებას საჭიროებს.
დეპუტატები მხარს უჭერენ, ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულებას. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, უკვე განიხილა და მხარი დაუჭირა ამ შეთანხმებას. ამის შემდეგ, საკითხი პარლამენტში კენჭისყრაზე დადგება და ხელშეკრულების რატიფიცირება უპრობლემოდ მოხდება.
0