09:41:40     15-09-2014
გოგრის კექსი
რეცეპტის ინგრედიენტები:
3 ჭიქა შაქარი
1 ჭიქა მცენარეული ზეთი
4 ცალი კვერცხი
2/3(თითქმის ერთი) ჭიქა წყალი
525 გრამი გოგრის პიურე
2 ჩაის კოვზი დაფქული კოჭა
1 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
1 ჩაის კოვზი დაფქული მიხაკი
1 ჩაის კოვზი დაფქული ბაჰარი
3 მთელი 1/2(სამ-ნახევარი) ჭიქა ფქვილი
2 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა
1 მთელი 1/2 ჩაის კოვზი მარილი
1/2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი/საცხობი ფხვნილი
~ მომზადების წესი ~
1. გააცხელეთ ღუმელი 175C გრადუსამდე. მოაცხეთ ცხიმი ორ ცალ 17.5×7.5სმ ზომის ფორმას.
2. დიდი ზომის თასში გათქვიფეთ 4 კვერცხი, შაქარი და ზეთი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ჩაუმატეთ წყალი და კარგად შეურიეთ. შეურიეთ სუნელებიც, გოგრის პიურესთან ერთად.
3. საშუალო ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, მარილი, სოდა და გამაფხვიერებელი. შემდეგ ჩაუმატეთ გოგრის მასას დიდ თასში და კარგად შეურიეთ.
4. მიღებული ცომი გაყავით ორ თანაბარ ნაწილად, მოათავსეთ ოთხკუთხედ ფორმებში და აცხვეთ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში(სანამ ზედაპირი არ გამაგრდება და გამოშრება).
0