ყაჩაღობა ვაკეში - "დამსკოჩეს", მუხლი მომამტვრიეს, სახე დამისერეს და ყველაფერი გაზიდეს" ყაჩაღობა ვაკეში - "დამსკოჩეს", მუხლი მომამტვრიეს, სახე დამისერეს და ყველაფერი გაზიდეს" /> "/> " />


  16:11:37     10-09-2014

ყაჩაღობა ვაკეში - "დამსკოჩეს", მუხლი მომამტვრიეს, სახე დამისერეს და ყველაფერი გაზიდეს"

a31821.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი ყაჩაღური ფაქტი დღის ბოლოს, „პრესა.ჯი“-ს დაუდასტურა. შემთხვევა 25 აგვისტოს მოხდა.

„საქმე 178-ე მუხლითაა აღძრული, მიმდინარობს გამოძიება“,- აცხადებენ შს სამინისტროში.

უწყება ამ დრომდე არ ახმაურებს დაკავებულები არიან  თუ არა, 80 წლის მოხუცის გაუთავებასა და გაძარცვაში მონაწილე პირები.

შეგახსენებთ, რომ აბაშიძის ქუჩაზე მცხოვრები ლუარა ჩარქსელიანი ორი კვირის წინ დააყაჩაღეს.

25 აგვისტოს მომხდარი თავდასხმის დეტალები „დაუთავებულმა“ ქალბატონმა „პირველ რადიოს“ მოუყვა.

80 წლის ქალბატონის განცხადებით, თავდასხმის მომენტში სახლში ნათესავთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც თავდამსხმელები შეიჭრნენ, მათგან ერთ-ერთი მათგანი, 30 წლამდე სპორტული აღნაგობის მამაკაცი კი, მას ფიზიკურად გაუსწორდა.

ლუარა ჩარქსელიანის განცხადებით, მას ჯამში, სამი ნიღბიანი დაესხა თავს.

„შემოვიდნენ სამნი, ახალგაზრდები. ერთ-ერთმა სპორტსმენი იყო ალბათ. მან სასტიკად მცემა, თითქმის სასიკვდილოდ, „დამსკოჩა“ და შემაგდო აბაზანაში, გაზიდეს ყველაფერი და დაგვტოვეს ასე.

ყველაფერი წაიღეს - განძეულიც და ფულიც, 200 წლის ოჯახი მაქვს და როგორ არ წაიღებდნენ.  80 წლის ქალი მცემეს, მუხლი მომამტვრიეს, ნეკნები ჩამიმტვირეს, თავი ერთ ადგილას არ მაქვს ისე რომ თითი დავიდო და არ მტკიოდეს, თვალები გაშავებული, მთელი სახე დაჭრილი, გაუბედურებული, შემათრიეს აბაზანაში და „დასკოჩილი“ დამადგეს“, - განაცხადა ლაურა ჩარქსელიანმა. 

0

ავტორი: