10:08:40     09-09-2014
ზაზა ურუშაძის 'მანდარინები' 'ოსკარზე' წარსადგენ კანდიდატ ფილმადაა დასახელებული
ესტონეთმა ზაზა ურუშაძის "მანდარინები" "ოსკარზე" წარსადგენ კანდიდატ ფილმად დაასახელა.
საუბარია ქართულ-ესტონურ ნამუშევარზე, რომლის გადაღება რეჟისორმა 2012 წელს დაიწყო.
საკონკურსო პროგრამაში მოსახვედრად 16 საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულმა ფილმმა კინოაკადემიის შესარჩევი კონკურსი უნდა გაიაროს.
ფილმის პროდიუსერის ივო ფელტის შეფასებით "მანდარინებს " ოსკარზე უცხოური ფილმების კატეგორიაში მოსახვედრად რეალური შანსი აქვს.
თავად ზაზა ურუშაძე კი ფილმის ესტონური მხარის მიერ წარდგენას გამოეხმარურა და განმარტა, რომ ამის ერთადერთ მიზეზს მეგობარი ქვეყნის მიერ გადაღებებზე გაწეული მეტი ხარჯი წარმოადგენს.
ბოლო ვადა ოსკარებზე კანდიდატი ფილმების წარსადგენად 1 ოქტომბერია. კინოაკადემია ნომინაციებს 2015 წლის 15 იანავრს გამოაცხადებს, თავად დაჯილდოვების ცერემონია 22 თებერვალს დოლბის თეატრში გაიმართება.
0