13:46:48     25-02-2011
კადაფი თავს, სამხედრო ბაზას აფარებს?
ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი, შესაძლოა, ამ დროისათვის, ელიტურ დაცვის წევრებთან ერთად, ტრიპოლის სიახლოვეს მდებარე სამხედრო ბაზაზე იმყოფება. ამის შესახებ ფრანგული გაზეთი „ლე ფიგარო“ წერს.
„ბაზა, სადაც კადაფის ერთგული მხარდამჭერები არიან განთავსებულნი, დიდი, კარგად შეიარაღებული კომპლექსია“ – ნათქვამია სტატიაში. ბაზის ტერიტორიაზევეა კადაფის კაბინეტი, სადაც უბრალო ავეჯთან ერთად, განთავსებულია აფრიკის უზარმაზარი რუკა. კაბინეტს აქვს კარი, საიდანაც გასვლა აქლემების სადგომშია შესაძლებელი. პრეზიდენტი ყოველდღე მიირთმევს აქლემის რძეს.
კაბინეტის მეორე მხარეს სტუმრების მისაღებია. გამოცემა იუწყება, რომ ბაზის ტერიტორიაზე, შესაძლოა, მიწისქვეშა ბუნკერებიც იყოს. თავად კადაფი, ტანსაცმლის ქვეშ ჯავშანჟილეტს ატარებს.
სპეციალური დანიშნულების ძალებს, რომელიც ბაზას იცავენ, კადაფის უმცროსი ვაჟი, 29 წლის ჰამის კადაფი ხელმძღვანელობს. სამხედროები ძალიან კარგად არიან შეიარაღებულნი და სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა შეუძლიათ, თუ, რა თქმა უნდა, ბრძანებას შეასრულებენ – აცხადებს გაზეთი.
0