ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით ერთი პირია დაკავებული ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით ერთი პირია დაკავებული />


  12:50:26     05-09-2014

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით ერთი პირია დაკავებული

a31743.jpg

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1994 წელს დაბადებული გიორგი მ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით თბილისში, წურწუმიას ქუჩაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას კუსტარული წესით დამზადებული არარეგისტრირებული რევოლვერი და 8 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით 1-ლი და მე-2 ნაწილებით).

0

ავტორი: