11:09:07     25-02-2011
მექსიკური სოუსი წითელი ლობიოთი
მასალა 4–6 პორციისათვის: 1/2 დაკონსერვებული წითელი ლობიო, 2 სუფრის კოვზი ზეთი, 90 გრამი ყველი „ჩედერი,“ 1/2 ჩაის კოვზი მარილი, 1 ჩაის კოვზი ჩილის ფხვნილი, 1 სუფრის კოვზი დაჭრილი, ტკბილი მწვანე წიწაკა, სიმინდის ან კრევეტის ჩიფსები.
ქილიდან გადმოვიტანოთ ლობიო. წვენი არ გადავღვაროთ. პატარა ქვაბში გავაცხელოთ ზეთი, დავამატოთ ლობიო და ვაქციოთ პიურედ. დავამატოთ სამი სუფრის კოვზი წვენი და კარგად ავურიოთ. გავაცივოთ, დავამატოთ ყველი, მარილი, წიწაკა და ჩილის ფხვნილი. მომზადებული სოუსი უნდა იყოს არაჟნის კონსისტენციის. მივირთვათ სიმინდის ან კრევეტების ცხელ ჩიფსებთან ერთად. 0