10:33:20     04-09-2014
პიცა “მშვენიერი ელენე”
მასალა 12 ულუფისთვის:
450 გრ. საფუარიანი ფენოვანი ცომი
1 თავი ხახვი
1 ცალი ტკბილი წიწაკა
300 გრ. მოხარშული ქათმის მკერდი
6 ცალი ლორიანი მდნარი ყველი (სამკუთხედი)
50 გრ. მაგარი ყველი
8 ცალი უკურკო ზეთისხილი
2 ს/კ ზეითუნის ზეთი
20 გრ. ოხრახუში
~ მომზადების წესი ~
1) გააცხელეთ ღუმელი 170 გრადუსზე. ალყა-ალყა დაჭერით ხახვი. ზოლებად დაჭერით წიწაკა. ხორცი დაკეპეთ. ყველის სამკუთხედები დაჭერით სამად, მაგარი ყველი კი გახეხეთ. ზეთისხილი მრგვლად დაჭერით.
2) გაბრტყელებული ცომი დააფინეთ ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე, წაუსვით ზეითუნის ზეთი, ფენა-ფენა მოაყარეთ ხორცი და ხახვი, შემდეგ მდნარი ყველი, წიწაკა, ზეთის ხილი და გახეხილი ყველი. შედგით ღუმელში და აცხვეთ 30-40 წუთით.
გამოღებისთანავე მოაყარეთ დაკეპილი ოხრახუში.
0