10:04:39     04-09-2014
რუსეთი ყაზახეთის საზღვართან სამხედრო წვრთნებს იწყებს
ყაზახეთის საზღვართან ახლოს რუსეთმა ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო. სწავლებაში სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარები, საბრძოლო ავიაცია, 400 ერთეული მძიმე ტექნიკა და 4 000- ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას.
მინსკში სამეულის შეხვედრის შემდეგ, პუტინმა ნაზარბაევისთვის მოულოდნელად გააკეთა განცხადება, რომ ყაზახეთი არასოდეს ყოფილა სახელმწიფო. ამის პარალელურად, ჟირინოვსკიმ გააკეთა სკანდალური განცხადება, რომ უკრაინის შემდეგ რუსეთი ყაზახეთისთვის მოიცლის. ექსპერტებმა ეს ორი განცხადება ნაზარბაევის მიერ უკრაინა-ევროკავშირის მხარდამჭერი განცხადების საპასუხოდ ჩათვალეს.
ნაზარბაევის რეაქციამ არ დააყოვნა და ის „ევრაზიული კავშირიდან“
გამოსვლითაც დაიმუქრა. ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანას
არაფერი ესაქმება კავშირში, რომელიც ყაზახეთის სუვერენიტეტსა და
დამოუკიდებლობას საფრთხეს შეუქმნის.
0