14:44:18     03-09-2014
მოკლეს თუ თავი მოიკლა? - წვევამდელი ასანიძე გარდაცვლილი იპოვეს
გვიან ღამით საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილში უბედური შემთხვევა მოხდა. ახალგაზრდა ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს. მას თავის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო თუმცა, არ გამოირიცხება მკვლელობის ვერსიაც...
წვევამდელი გიორგი ასანიძე ნაპოვნი იქნა სამხედრო ნაწილის მორიგის მიერ. მას ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული. წვევამდელი გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში. თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გამოძიება დაწყებულია, საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით - თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა საგამოძიებო სამმართველო. პრესსამსახურში დამატებით კითხვებს ამ ეტაპზე არ პასუხობენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს წვევამდელ გიორგი გიორგის ძე ასანიძის დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
0