წიწილა შოკოლადის სოუსით წიწილა შოკოლადის სოუსით />


  11:08:35     25-02-2011

წიწილა შოკოლადის სოუსით

a3798.jpg

მასალა: წიწილა – ერთი ცალი, 100 გრამი კარაქი, 250 გრამი თეთრი, არატკბილი „ბატონი“ ან ფუნთუშა, სამი სუფრის კოვზი რძე, 2 მოზრდილი ხახვი, 2 ცალი კვერცხი, 100 გრამი სოსისი, 250 გრამი ნაღები, 1 ჭიქა თეთრი ღვინო, მარილი, შავი პილპილი, 3 კბილი ნიორი, 0,5 ჩაის კოვზი ჩილის ფხვნილი, 1 ჩაის კოვზი კაკაო, მწვანილი – გასაფორმებლად.

 

წიწილას მოვაყაროთ მარილი, გამოვტენოთ ფარშით, რომელსაც მოვამზადებთ ნაჭრებად დაჭრილი თეთრი პურით, რძით, კარაქის ნაწილით, კვერცხით, დაჭრილი სოსისით, შავი პილპილით და დანაყილი ნივრით. ფარშირებული წიწილა გავკეროთ, წავუსვათ ჩილი და დარჩენილი კარაქი და შევწვათ კარაქში ნიორთან და მსხვილად დაჭრილ ხახვთან ერთად. ავურიოთ ერთმანეთში კაკაოს ფხვნილი და ღვინო, მივიყვანოთ ადუღებამდე, შემდეგ დავამატოთ ნაღები და კიდევ წამოვადუღოთ. დაჭრილი წიწილა (ძაფები მოვაშოროთ) მოვათავსოთ თეფშზე (შეგვიძლია გავაფორმოთ მწვანილით) და მივირთვათ სოუსთან ერთად.  

0

ავტორი: