საზამთროს მურაბა საზამთროს მურაბა />


  10:22:23     03-09-2014

საზამთროს მურაბა

a31681.jpg

    ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, რომელსაც საზამთროს ხრაშუნა მურაბა არ უყვარდეს. ანდა როგორ შეიძლება ადამიანს ასეთი რამ არ შეუყვარდეს?!… ჩვენ დღეს სწორედ ტკბილი ხრაშუნა საზამთროს მურაბის მომზადების რეცეპტს გაგანდობთ.

მასალა:

        1 კგ. საზამთროს გაფრცქვნილი და დაჭრილი ქერქი
        1,5 კგ. შაქარი
        3 ჩ/ჭ წყალი
        1,5 ჩ/კ სოდა
        ვანილი გემოვნებით

საზამთროს სეზონია და ყოველ ჩვენგანს სახლში საზამთროს უამრავი ნარჩენი უგროვდება. რატომ უნდა გადაყაროთ საზამთროს ქერქები, როდესაც მისგან უგემრიელესი მურაბის მოხარშვა შეიძლება და როდესაც მისის დამზადება ასეთი ეკონომიურია?!…

 
საზამთროს ქერქის მომზადება:
საზამთროს ქერქს (ქერქი უნდა იყოს სქელი) მოვათალოთ მწვანე გარეთა გარსი და დავჭრათ მართკუთხედებად. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დაჭრათ სხვა და სხვა ფიგურებადაც/ფორმებადაც. საზამთროს ქერქის თითოეული ნაჭერი დავჩხვლიტოთ ჩანგლით.

 
პირველი ეტაპი:
ჭიქანახევარ ცხელ წყალში გავხსნათ სოდა; ცალკე ქვაბში ჩავასხათ 5 ჭიქა ცივი წყალი, დავასხათ სოდიანი წყალი და ჩავყაროთ საზამთროს დაჭრილი ქერქი. ქვაბს დავახუროთ თავსახური და გავაჩეროთ ოთხი საათის განმავლობაში. ოთხი საათის შემდეგ ქვაბი გადავწუროთ და საზამთრო (ქერქები) დიდხანს ვრეცხოთ გამდინარე წყალში.

 
მეორე ეტქპი:
ქვაბში ან ტაშტში, სადაც შემდეგ მურაბას მოვხარშავთ, ჩავასხათ 3 ჭიქა ადუღებული წყალი, ჩავაყაროთ 700 გრამი შაქარი და მოვადუღოთ სიროფი. სიროფში ჩავყაროთ გამზადებული საზამთრო და ვადუღოთ15-20 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან და ასე გავაჩეროთ ერთი დღე.

 
მესამე ეტაპი:
მეორე დღეს კვლავ დავდგათ ცეცხლზე, დავაყაროთ დარჩენილი 800 გრამი შაქარი, ვხარშოთ, სანამ მზად არ იქნება. ცეცხლიდან გადმოდგმის დროს ჩავაყაროთ ვანილი.

    შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ საზამთროს მურაბის მოხარშვა შრომატევადია, მაგრამ მე სულაც არ ვიტყოდი ასე. პირიქით, მგონია, რომ ეს ყველაფერი ძალიან მარტივი და სასიამოვნო გასაკეთებელია, რადგან კულინარია ხელოვნებაა და ის ყოველდღიური რუტინისგან თავის დაღწევის საშუალებას გვაძლევს.

ვიმედოვნებ, რომ  თქვენც გემრიელი ხრაშუნა მურაბა გამოგივათ! 0

ავტორი: