15:24:06     01-09-2014
გიორგი ერგემლიძე დაჩი დარჩიას მკვლელობაზე: რამდენი ადამიანი უნდა შეეწიროს "გაგებით მოკიდებას?"
"არ ვიცი, რა დავწერო. დაჩი ჩემი ძველი კარგი მეგობარი იყო.... მთავრობასთან მაქვს ერთადერთი კითხვა.. რამდენი ადამიანი უნდა შეეწიროს კიდე მაგათ "გაგებით მოკიდებას"? - ტრაწიანი ღორები."- ამგვარად გამოხატა საკუთარი აღშფოთება სოციალურ ქსელში, დიჯეი დაჩი დარჩიას მკვლელობის გამო, მომღერალმა გიორგი ერგემლიძემ...
შეგახსენებთ, რომ 1994 წელს დაბადებულმა, წარსულში ნასამართლევმა
მიხეილ გ. – მ 30 აგვისტოს, ღამით, ავლაბრის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე
ურთიერთშელაპარაკებისას დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1979 წელს
დაბადებულ დაჩი დარჩიას, რომელიც ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მიყვანის
შემდეგ რამდენიმე საათში გარდაიცვალა.