მოკლული დაჩი დარჩიას ოჯახი განცხადების გაკეთებას აპირებს - მალავენ თუ არა, ვიდეო-კადრებს? მოკლული დაჩი დარჩიას ოჯახი განცხადების გაკეთებას აპირებს - მალავენ თუ არა, ვიდეო-კადრებს? />


  14:15:26     01-09-2014

მოკლული დაჩი დარჩიას ოჯახი განცხადების გაკეთებას აპირებს - მალავენ თუ არა, ვიდეო-კადრებს?

a31656.jpg

„როგორც sky ბარის დირექტორი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ იმ დღეს ჩვენთან sky-ში არ ყოფილა არც დაჩის მკვლელი და არც ეკა ბესელიას შვილი“,- ასეთია  დავით კვირტიას განცხადება, მისი ბარის დიჯეის, დაჩი დარჩიას მკვლელობიდან ორი დღის შემდეგ.

მართალია, ბატონი კვირტია კატეგორიულად უარყოფს დეპუტატ ეკა ბესელიას შვილის ყოფნას ბარში, თუმცა გარდაცვლილი რეჟისორის ოჯახის წევრები და ახლობლები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ რატი მილორავა მკვლელობის ღამეს sky-ში იყო.

მოკლულის ოჯახის ახლობლები ვარაუდობენ, რომ კვირტია, მილორავას, ეკა ბესელიასთან „ძველი ანგარიშების“ გამო აფარებს  ხელს.

„წინა ხელისუფლების დროს კვირტია დაკავებული იყო. სასჯელსაც იხდიდა, მაგრამ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ეკა ბესელიას ჩარევით საპყრობილე დატოვა.

ალბათ, ამიტომ ამბობს, რომ რატი მილორავა მკვლელობის დღეს ბარში არ იყო“, - უთხრეს „პრესა.ჯი“-ს დაჩი დარჩიას ოჯახის ახლობელმა. მისი თქმით, ოჯახი, დარჩიას დაკრძალვის შემდეგ განცხადებას გააკეთებს.

„ჩვენი ინფორმაციით, ბარში მილორავასა და მის მეგობარს დაჩისთან შელაპარაკება მოუვიდათ. სავარაუდოდ, მათ დაურეკეს მეგობრებს, მათ შორის მიხეილ გრძელიშვილსაც, რომელიც ბარში მივიდა, მაგრამ ის დაცვამ არ შეუშვა, რადგან „შორტებით“ იყო. ამის შემდეგ, გრძელიშვილი დაჩის ბართან დახვდა და მოკლა. ზუსტად ვიცით რომ მილორავა და მკვლელობისთვის დაკავებული მეგობრები არიან“, - აცხადებენ ოჯახის ახლობლები.

„პრესა.ჯი“ „სქაი ბარის“ დირექტორს დაუკავშირდა. მან ნასამართლეობა დაადასტურა, თუმცა, ბესელიასთან ნაცნობობა და მკვლელობის ღამეს მილორავას ბარში ყოფნა უარყო. ამავე დროს, განაცხადა რომ ეკა ბესელიას შვილს არ იცნობს. ისმის კითხვა: თუ მილორავას არ იცნობს და არასოდეს შეხვედრია, საიდან იცის რომ იმ დღეს ის „სქაიში“ არ იმყოფებოდა?

„პრესა.ჯი“: ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენ იყავით გასამართლებული, რატომ გაგასამართლეს, რამდენი მოგისაჯეს და როდის გათავისუფლდით?

დავით კვირტია: თქვენ ახლა რაზე მირეკავთ, ჩემი ნასამართლეობა გაინტერესებთ თუ დაჩის მკვლელობა?

- დაჩის მკვლელობაზე ვაკეთბთ მასალას და მათ შორის თქვენი ნასამართლეობაც გვაინტერესებს...

 -დაჩიზე დამისვით კითხვა...

- იცნობთ თუ არა, რატი მილორავას?

- რატი მილორავა გუშინ ვნახე პირველად, ფეისბუქზე, მაინტერესებდა სახეზე მაინც როგორი იყო... ეკა ბესელიას ვიცნობ თუ არა? გეტყვით რომ ისიც საერთოდ ნანახი არ მყავს. მასთან შეხება არ მქონია.

- ამბობთ რომ მილორავას არ იცნობთ, მაშინ საიდან იცით რომ ის „სკაიში“ არ იყო?

- მე პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ მენეჯერები იცნობენ და ყველა ვარიანტში ეცდინებოდა ამ გოგოს, იყო თუ არა, მილორავა ბარში. იმიტომ რომ ის ყველა სტუმარს  ხვდება. როგორც მენეჯერი მეუბნება, მილორავა არ ყოფილა „სკაიში“. ამის გარდა, ვიდეო-ჩანაწერებიც ხომ არსებობს, მობრძანდით და დავჯდეთ, ყველა ადამიანს განახებთ.

- ამბობთ , რომ ბესელიას არ იცნობდით, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია რომ მისი დამსახურებით დატოვეთ საპყრობილე. იქნებ გვითხრათ, რატომ იხდიდით სასჯელს და როდის დატოვეთ ციხე?

- ამნისტიის შედეგად ციხე არ დამიტოვებია. 10 თვე გავატარე იხეში. გავთავისუფლდი პირობით ვადაზე, სულ ერთი წელი მქონდა მისჯილი. ეგ იყო და ეგ.

- რატომ გაგასამართლეს?

- არა, ამაზე საუბარი არ მინდა. გეტყვით იმას რომ მძიმე დანაშაულზე არ ვარ ნასამართლევი.

- როდის გათავისუფლდით, უფრო კონკრეტულად?

- 2013 წლის 23 იანვარს... წინა ხელისუფლების დროს მომისაჯეს 1 წელი... ბესელია ქუჩაშიც კი არ მყავს ნანახი.

P.S: დღეს „სქაი ბარის“ ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ვიდეო-კადრების ფრაგმენტი, საიდანაც შეუძლებელია ვინმემ დაასკვნას - იმყოფებოდა თუ არა, რატი მილორავა მკვლელობის დღეს „სქაი ბარში“ ან მოხდა თუ არა, იქ რაიმე ინციდენტი.

კვლავ ვიმედოვნებთ რომ „სქაი ბარის“ ხელმძღვანელობა გაასაჯაროვებს არა ვიდეო-კადრების ფრაგმენტს და ისიც უხარისხოს, არამედ უწყვეტ მასალას, დაჩი დარჩიას ბარში მისვლიდან იმ მომენტამდე, როცა მან „სქაი“ დატოვა.

შევახსენებთ „სქაი ბარის“ ადმინისტრაციას რომ ამას, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოება და სასტიკად მოკლული დაჩი დარჩიას ოჯახი ელოდება, რათა ეჭვები, რომელიც ლოგიკურად არსებობს ან დადასტურდეს ან გაიფანტოს.

ასევე ველოდებით ქალბატონ ეკა ბესელიასა და მისი ვაჟისგან კონკრეტულ, უტყუარ მტკიცებულებას იმის შესახებ რომ რატი მილორავა მკვლელობის ღამეს „სქაი ბარში“ არ ყოფილა და როგორც დეპუტატი აცხადებს, მის მოძღვართან ერთად იმყოფებოდა აჭარაში.

თუ მართლაც ასეა, ქალბატონ ეკას, ხელისუფლების წევრს, არ უნდა გაუჭირდეს ვიდეო-კადრებით აღჭურვილ აჭარაში ერთი უწყინარი ვიდეო-მტკიცებულების გამოქვეყნება.

იხილეთ სტატია: ეკა ბესელიას შვილი, "სქაი ბარში" დარჩიას მკვლელობისთვის დაკავებულთან ერთად იყო?

0

ავტორი: