20:00:34     30-08-2014
ორმა დაჭრილმა უკრაინელმა თავი აიფეთქა და 12 რუსი მედესანტე იმსხვერპლა
გუშინ, გვიან ღამით მძიმედ დაჭრილმა ორმა უკრაინელმა ოფიცერმა თავი აიფეთქა, რასაც 12 რუსი მედესანტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცრები – ალექსანდრე კანდესიუკი და ალექსეი შეპელიუკი ალყაში მოექცნენ, თუმცა მათ ტყვედ ჩავარდნა არ ისურვეს და 12 რუს მედესანტესთან ერთად თავი აიფეთქეს".
შეგახსენებთ რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ტეროტორიაზე შეიჭრა. ამ წუთებში რუს აგრესორებს გააფრთებულ წინააღმდეგობას უწევენ უკრაინელი ჯარისკაცები. ისინი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ სამშობლოსა და ყველაზე ღირებულს - თავისუფლებას.
ცივილიზებული მსოფლიო რუსეთის ღია აგრესიას დამოუკიდებელი უკრაინის მიმართ მკაცრად გმობს. თუმცა, სანქციები და განცხადებები, როგორც ჩანს, პუტინს ვერ აჩერებს. მან, ამჯერად უკრაინის დასჯა გადაწყვიტა მხოლოდ იმიტომ რომ უკრაინელი ხალხი ევროპისკენ მიისწრაფის.
საქართველოს დასავლური ორიენტაცია გახდა რუსული აგრესიის მიზეზი 2008 წლის აგვისტოშიც, როცა რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ტერიტორიები მიიტაცეს, დახოცეს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის მოხუცები, ქალები, ჟურნალისტები, გადაწვეს სახლები, სამოქალაქო შენობები და საკუთარ ქვეყანაში დევნილად აქციეს ათი ათასობით ქართველი.
0