რატომ და ვინ მოკლა დაჩი დარჩია? რატომ და ვინ მოკლა დაჩი დარჩია? />


  18:17:00     30-08-2014

რატომ და ვინ მოკლა დაჩი დარჩია?

a31631.png

30 აგვისტოს, დიჯეი და რეჟისორი დაჩი დარჩია გუშინ, "სქაი ბართან" ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით მოკლეს.  

თბილისის მთავარი სამმართველოს, დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების და ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული- სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მიხეილ გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა რომ 30 აგვისტოს, ღამით, ავლაბრის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკებისას დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1979 წელს დაბადებულ დაჩი დ-ს, რომელიც ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მიყვანის შემდეგ რამდენიმე საათში გარდაიცვალა. 

სამართალდამცველებმა მიხეილ გ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108 მუხლით).

დაჩი დარჩია "სქაი ბარში" უკრავდა. ის, ბარიდან გვიან ღამით, სიგარეტის სყიდლად გავიდა, სადაც სავარაუდოდ, ეჭვმიტანილი ელოდებოდა. 

მან, დანით დიჯეისა და რეჟისორს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა. ეჭვმიტანილმა გაქცევა სცადა, თუმცა, პოლიციამ შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დააკავა.

ახლი დეტალები იხილეთ აქ: ეკა ბესელიას შვილი, "სქაი ბარში" დარჩიას მკვლელობისთვის დაკავებულთან ერთად იყო? 0

ავტორი: