17:20:20     29-08-2014
მკვლელობა სანადირო თოფით: კახეთში 84 წლის მამაკაცმა თანასოფლელი მოკლა
მკვლელობა კახეთში. საგარეჯოში 84 წლის მამაკაცმა სანადირო თოფით 1978 წელს დაბადებული მალხაზ ბაბუნაშვილი მოკლა. პოლიციამ დანაშული ცხელ კვალზე გახსნა, ეჭვმიტანილი დაკავებულია.
მომხდარს ურთიერთშელაპარაკებას უკავშირებენ.
„საგარეჯოში, ერისთავის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას 1976 წელს დაბადებულ მალხაზ ბ. გასროლით გულ-მკერდის არეში დაჭრა თანასოფლელმა, 1930 წელს დაბადებულმა გუგული ჭ.-მ. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ცხელ კვალზე დააკავეს. ნივთმტკიცება - სანადირო თოფი ამოღებულია. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - განუცხადეს "პრესა.ჯი"-ს შს სამინისტროში.0