09:52:01     27-08-2014
შოკმანჟე
რეცეპტის ინგრედიენტები:
4 ც. კვერცხი
150 გრ. კარაქი
150 გრ. შაქარი
1 ც. შავი შოკოლადი
5 ს.კ. წყალი
ვანილი
2 ჩ.კ. არაყი ან 50 გრ. კონიაკი
~ მომზადების წესი ~
1. 4 კვერცხის ცილა გავთქვიფოთ და გავაკეთოთ ბეზე. შემდეგ ნელ-ნელა ჩავაყაროთ შაქარი, სათითაოდ ჩავასხათ კვერხის გულები და თან შეუჩერებლად ვთქვიფოთ.
2. პარალელურად გაზზე (დაბალ ცეცხლზე) დავდგათ კარაქი, დავამატოთ 5 სუფრის კოვზი წყალი, ჩავამტვრიოთ შოკოლადი და ვურიოთ გადნობამდე. შემდეგ ჩავასხათ ბეზეში ნელ-ნელა და თან მიქსერით ვურიოთ რომ არ აიჭრას.
3. შემდეგ დავამატოთ ცოტა ვანილი, ჩავამატოთ არაყი ან კონიაკი, ერთხელ კიდევ კარგად ავთქვიფოთ მიქსერით, ჩავასხათ ჭიქებში და შევდგათ საყინულეში. როდესაც გაიყინება (გამაგრდება) გემრიელად მივირთვათ!
0