12:29:38     26-08-2014
ქრთამის აღების ფაქტზე სატყეო სააგენტოს ორი თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ქრთამის აღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნენ სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტო“-ს კახეთის სატყეო სამსახურის თანაშრომელი ხვიჩა მჭედლიშვილი და სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტო“-ს კახეთის სატყეო სამსახურის ლაგოდეხის სატყეო უბნის ტყის მცველი კობა პატაშური.
უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიებით დადგენილია, შემდეგი : სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტო“-ს კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომელო ხვიჩა მჭედლიშვილი და ამავე სააგენტოს ლაგოდეხის სატყეო უბნის ტყის მცველი კობა პატაშური, მათ დაქვემდებარებული ტყის ტერიტორიაზე უკანონოდ შეშვებისა და ხე-მასალის უკანონოდ მოჭრის სანაცვლოდ, მოქალაქეებს ქრთამის სახით, სისტემატურად სთხოვდნენ და ართმევდნენ სხვადასხვა ოდენობის თანხას.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9-წლამდე.
0