ნაყინი - მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები ნაყინი - მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები />


  11:14:07     25-08-2014

ნაყინი - მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები

a31562.jpg

ნაყინი ზაფხულის სეზონის ყველაზე პოპულარული ტკბილეულია. ის შესანიშნავი ანტიდეპრესანტია, რადგან რძე და ნაღები შეიცავს ბუნებრივ ტრანკვილიზატორს, ტრიპტოფანს, რომელიც ამაღლებს განწყობას, აუმჯობესებს ძილს და ხელს უშლის სტრესს.

გავიხსენოთ ნაყინის დადებითი და უარყოფითი თვისებები. რა ზიანი მოაქვს მას?

ნაყინმა შეიძლება თავის ტკივილი გამოიწვიოს, თუ ძალიან სწრაფად შევჭამთ. ამ დროს სხეულის ტემპერატურა სწრაფად იკლებს, ცივდება სასუნთქი გზები , ნელდება სისხლის მიმოქცევა, რაც იწვევს ტკივილის შეგრძნებას.

ნაყინი ძალიან კალორიულია და თუ ზომიერებას არ დავიცავთ, ფიგურას ზიანს მიაყენებს. 2-3 ნაყინს შეუძლია შეცვალოს მთელი დღის კალორაჟი.

ნაყინი შეიცავს ბევრ შაქარს. ამასთან, დიატური სახეობები უფრო მეტსაც კი, რადგან მათში ცხიმი ნაკლებია და შაქრით ხდება კომპენსირება.

ნაყინი საკმაოდ ბევრ ემულგატორებს, არომატიზატორებს, სინთეტიკურ საღებავებს შეიცავს, რათა ნაყინმა შეინარჩუნოს სასურველი ტექსტურა, სტრუქტურა, გემო და არომატი.

სასარგებლო თვისებები

ნაყინის ჭამის დროს, ორგანიზმი გამოიმუშავებს სეროტონინს, ბედნიერების ჰორმონს. ეს გემრიელი სასუსნავი, ზოგადად ბედნიერ ბავშვობასთან ასოცირდება და დადებით ემოციებს იწვევს.

ნატურალური პროდუქტებისგან მომზადებული ნაყინი ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს: ამინომჟავებს, ცხიმმჟავებს, ვიტამინებს, მინერალებს, ფერმენტებს. ფსიქოლოგიური გადაღლისას ნაღების, შოკოლადის და რძისგან დამზადებული ნაყინის ულუფა შესანიშნავი წამალია.

დაიმახსოვრეთ, რომ რაც უფრო ნაკლებია ნაყუინში ცხიმი, მით მეტია შაქარი. მაგალითად, თუ პლომბირში შაქარი 14-16%-ია, ხილის ყინულში 25-27%-ია.

ბავშვებისთვის იდეალურია, თუ ნაყინს შუადღით, სადილსა და ვახშამს შორის შუალედში მივცემთ, კენკრასთან ერთად- ხილი დაეხმარება ორგანიზმს ცხიმისა და შაქრის გადამუშავებაში.

gemrielia.ge
0

ავტორი: