ფილმი ინდირა განდის მკვლელობის შესახებ ინდოეთში აკრძალეს ფილმი ინდირა განდის მკვლელობის შესახებ ინდოეთში აკრძალეს />


  10:09:43     25-08-2014

ფილმი ინდირა განდის მკვლელობის შესახებ ინდოეთში აკრძალეს

a31557.jpg

ინდოეთში რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ინდირა განდის მკვლელობის შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენება აკრძალეს.

 

კრიტიკოსების აზრით, „საზოგადოების ბრილიანტებში“ (Kaum De Heere) რეჟისორი რავინდერ რავი პოლიტიკოსის მკვლელებს აქებს და ამან შესაძლოა ინდოეთის მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვიოს.

 

როგორც BBC იუწყება, აღნიშნული გადაწყვეტილება ინდოეთის ცენტრალურმა მმართველობამ მიიღო და მას „საზოგადოებრივი წესრიგის საფრთხე“ უწოდეს.

 

ინდოელი პოლიტიკოსი 1984 წლის 31 ოქტომბერს, მისივე რეზიდენციაში, საკუთარი დაცვის ორმა სიქჰმა წევრმა მოკლა.

პრემიერ მინისტრის მკვლელობის შემდეგ ქვეყანაში არეულობა დაიწყო, რასაც რამდენიმე ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ქვეყნის მმართველი პირების განცხადებით, ფილმში მკვლელები გმირებად ჰყავთ გამოყვანილი, რამაც  შესაძლოა მასობრივი არეულობა გამოიწვიოს ინდოეთის მოსახლეობაში.

0

ავტორი: