09:37:17     25-08-2014
ამერიკული რაკეტის პროტოტიპი გატესტვის დროს აფეთქდა
ამერიკული რაკეტის Falcon 9R-ის პროტოტიპი გაშვებისთანავე, ტეხასის შტატში აფექთდა, იუწყება Associated Press.
მწარმოებელი კოპმანია SpaseX-ის წარმომადგენელმა ჯონ ტეილორმა აფეთქების მიზეზად ძრავში არსებული ანომალია დაასახელა.
„გაშვების დროს ძრავში გარკვეული ანომალია შევამჩნიეთ, ფრენის სისტემამ მუშაობა ამიტომ შეწყვიტა“- განაცხადა მან.
SpaseX-ის წარმომადგენლების თქმით, აფეთქებას მსხვერპლი არ მოყოლია.
ტეილორის განცხადებით, საცდელი გაშვება სწორედ რაკეტის უარყოფითი მხარის აღმოსაჩენად ჩატარდა და ინჟინრები პრობლემის გადაჭრაზე მუშაობენ.
რაკეტა Falcon 9R, ამერიკულმა კერძო კომპანია SpaseX-მა შექმნა და განიხილება როგორც რუსული „პროტონის“ ალტერნატივა.
რაკეტის გაშვებაზე დახარჯული თანხები 55-77 მილიონ დოლარს აღწევს, მაშინ როცა „პროტონის“ გაშვება 100 მილიონი დოლარი ჯდება. 0