არტ-ექსპერიმენტი - ტანისამოსი, რომელიც თქვენს ემოციებს პასუხობს არტ-ექსპერიმენტი - ტანისამოსი, რომელიც თქვენს ემოციებს პასუხობს />


  15:11:02     22-08-2014

არტ-ექსპერიმენტი - ტანისამოსი, რომელიც თქვენს ემოციებს პასუხობს

a31544.jpg

იმათთვის ვინც თანამედროვე მოდას მოსაწყენს და ერთფეროვანს უწოდებს სიახლე გვაქვს - დიზაინერმა ლაურენ ბოუკერმა ლონდონის მოდის კვირეულზე ქურთუკი ქამელეონი, წარადგინა.

ტანისამოსის უპირატესობა იმაშია, რომ ჰაერის ტემპერატურის მიხედვით ფერს იცვლის - რაც უფრო ცხელა, მით უფრო ნათელი ტონალობის ხდება.

ლაურენი საკუთარ თავს ალქიმიკოსს უწოდებს. მან გამოიგონა მულტისენსორული საღებავები, რომლებიც ფერს ტემპერატურის, ჰაერის ტენიანობის, განათების და ვიბრაციების მიხედვით იცვლიან.

ცოტა ხნის წინ დიზაინერმა კომპანია Swarovski-სთან ერთად წარადგინა თავსაბურავი, რომელიც ემოციურ იმპულსებს პასუხობს - გრძნობს შფოთვასა და შიშს.

მართალია ბოუკერმა ახალი სიტყვა თქვა თანამედროვე მოდის ინდუსტრიაში, მაგრამ ამას არ სჯერდება და საკუთარ მიზნებზე საუბრობს: სურს გამოიგონს მაისური, რომელიც მეპატრონეს ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ამცნობს, მაგალითად, ასთმის შეტევის საფრთხეს იგრძნობს და ფერს შეიცვლის.

0

ავტორი: