11:35:36     24-02-2011
აშშ ორბიტაზე უპილოტო თვითმფრინავს უშვებს
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა საორბიტე უპილოტო თვითმფრინავის, X-37B – ის კოსმოსში გაშვების მომზადება დაასრულეს. ამის შესახებ “Flightglobal” იტყობინება.
უპილოტო თვითმფრინავის გაშვება 2011 წლის 4 მარტსაა დაგეგმილი. აპარატის ორბიტაზე გაყვანა გადამზიდი რაკეტის Atlas V – ის საშუალებით მოხდება. აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელობის გეგმის თანახმად, თვითმფრინავი ორბიტაზე 270 დღეს დაჰყოფს.
ამერიკელი სამხედროები არ ახმაურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა სახის ტვირთი იქნება თვითმფრინავის ბორტზე. ასევე არ ვრცელდება ინფორმაცია საორბიტე უპილოტო თვითფრინავის პროგრამის ბიუჯეტის შესახებ.
ასეთივე უპილოტო X-37B OTV-1 აშშ-მ კოსმოსში 2010 წლის აპრილშიც გაუშვა, რომელმაც დედამიწაზე დაშვება 3 დეკემბერს, აშშ-ის სს ძალების ბაზა ბანდენბერგზე განახორციელა, კალიფორნიაში. მაშინ უპილოტოს ორბიტაზე გაშვების მიზანი იმის შემოწმება იყო, თუ რამდენად შეძლებდა აშშ ამ სახის თვითმფრინავების გაშვებას და დედამიწაზე ავტომატურ რეჟიმში დაბრუნებას. 0