ჩრდილოეთ კორეა დაგეგმილმა წრთვნებმა აღაშფოთა ჩრდილოეთ კორეა დაგეგმილმა წრთვნებმა აღაშფოთა />


  11:35:01     24-02-2011

ჩრდილოეთ კორეა დაგეგმილმა წრთვნებმა აღაშფოთა

a3782.jpg

ჩრდილოეთ კორეა სეულისგან თებერვალში, აშშ-სთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წრთვნების გაუქმებას ითხოვს. სხვა შემთხვევაში, რეგიონში უსაფრთხოების გარანტიებს ვერ იძლევა. ამის შესახებ “ბიბისი” იუწყება. 

 

ჩრდილოეთ კორეის “სამშობლოს მშვიდობიანად გასაერთიანებლად” კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ “ორ კორეას შორის ურთიერთობა სერიოზულ კრიზისს განიცდის და ამ სამხედრო მანევრებმა, შესაძლოა, საომარი მოქმედებები გამოიწვიოს.”

 

როგორც საინფორმაციო საშუალებები იტყობინებოდნენ, მიმდინარე თვეში, სამხრეთ კორეა მსხვილმასშტაბიან, ყოველწლიურ სამხედრო მანევრებს გეგმავს. მასში 12,5 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და 200 ათასი კორეელი ჯარისკაცი და ოფიცერი მიიღებს მონაწილეობას. დღეისათვის სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე 28,5 ათასი ამერიკელი სამხედრო იმყოფება.
0

ავტორი: