შსს-მ რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა შსს-მ რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა />


  13:35:24     15-08-2014

შსს-მ რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა

a31487.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრო რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს.

უწყების ცნობით, საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი კვლევის ახალ მეთოდოლოგიას იყენებს. 2014 წლის ივლისში სხვადასხვა ტერიტორიულმა დანაყოფებმა 2297 დანაშაული დაარეგისტრირა, აქიდან 1293 გახსნილია.

სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულის გახსნის კოეფიციენტია 56,29 პროცენტი, წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, უწყების ცნობით, დანაშაული 18,2 მეათედი პროცენტით შემცირდა.

2014 წლის იანვარიდან ივლისის ჩათვლით კი, 15 ათას 64 დანაშაული დარეგისტრირდა. აქედან 9 ათას 100 გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს დანაშაულის გახსნის 60,41 მეასედი პროცენტია და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დანაშაულის პროცენტული კლება 17,09% შეადგენს.

0

ავტორი: