14 დაუვიწყარი ფრაზა ფილმიდან "სიყვარული ყველას უნდა" 14 დაუვიწყარი ფრაზა ფილმიდან "სიყვარული ყველას უნდა" /> "/> " />


  00:34:29     14-08-2014

14 დაუვიწყარი ფრაზა ფილმიდან "სიყვარული ყველას უნდა"

a31474.jpg

კახელი ქალბატონის, ლეილა ბეროშვილის მიერ დაწერილი სცენარი, რომელზეც ფილმი მიხეილ ჭიაურელმა (უმც) და გიორგი შენგელაიამ გადაიღეს, ქართულ კინოში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ბევრ ფაქტორთან ერთად ფილმის არნახული წარმატება კახელებისთვის მახასიათებელმა იუმორმა მოიტანა. ბევრი ფრაზა ფილმიდან დღემდე გვახსოვს და კარგ განწყობაზე გვაყენებს, და არანაკლებ დამამახსოვრებელია მუსიკაც, რომლის გარეშეც ეს ფილმი წარმოუდგენელია. ამჯერად ჩვენ 14 ყველაზე პოპულარული ფრაზა შევკრიბეთ ფილმიდან, თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ სია გაიზდება მას შემდეგ, რაც ამ ჩამონათვალს მისთვის საყვარელ ფრაზებს Adami.ge-ს მკითხველიც შემატებს.

რაც შეეხება ფილმის მოკლე შინაარს, ის ასეთია: სამკერვალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მაყვალა კახეთის სოფელში ჩადის სამუშაოდ. სოფლის მძღოლს ბურბუთას მაყვალა შეუყვარდება, მაგრამ გრძნობის გამხელას ვერ უბედავს. რთველი კარზეა მომდგარი, მუშაობისთვის კი არავის სცალია -- სოფელში ყველა შეყვარებულია: ვენახის დარაჯი ბიჭები ტყუპი დების ცოლად შერთვაზე ოცნებობენ, მარტოხელა ხირხელა შინაბერა ქეთოს ფარულ შეხვედრაზე ითანხმებს, ბურბუთას პატარა ძმას მეზობლის პატარა გოგო უყვარს, რამდენჯერმე გათხოვილ ნაზოს გათხოვების კიდევ ერთი შანსი ეძლევა... კოლმეურნეობის თავმჯდომარე ჩხუბობს, მაგრამ სიყვარული ყველას უნდა.

ახლა კი დაუვიწყარი ფრაზები ფილმიდან "სიყვარული ყველას უნდა":

"აიღე ბიჭო გალსტუხია! ეგება დაგჭირდეს კაცო, წყალსა გთხოვს თუ პურსა..."

"ბურნუუტ!!! რადიოზე დაიყენე თმებიი!!!"

და არა მხოლოდ ფრაზები, არამედ ზოგ შემთხვევაში სრული წინადადებებიც კი...

"ერთიც ვნახოთ მოსულიყვნენ ველისციხელები, გოგო მეეყვანათ ერთი ლონდრე, ხელი როგორც კი ჩამოვართვი ეგრევე გავიფიქრე არა თქო...
გოგო მოსატანი მეეტანათ: შავი ლაკი ფეხსაცმელები თავის თეთრი ნასკებითა, ოქროი საათი თავის ოქროის სამაჯურითა, რადიკული გოგო, კასინკაა. ერთი გაფიქრება გავიფიქრე გოგო ამეებ როგორ შეველიო სიმონა შავი თვალების გულისთვნა, არა ის დღე იყო და ის დღე მაყვალ მეორეე დღეს სუყველაფერი გედემეყარა და დამავიწყდა. ის ღამე მეზობლის ვენახის ბოლოს თივის ზივნზე გავატარე, თვინის ზვინის დანახვაზე ეხლაც ჟრუანტელი მივლის..."

და დიალოგები, რომელიც კახურ სულს სრულიად გადმოსცემს :))


"-მაიტა ცოლები შავირთოთ, ჰა?
- ე, მოდი, ვინც არა?!"

და კვლავ ფრაზები:

"კაარგი მაყვალ, ნუ ასტყდები ხოლმე ჩაფაანთ ყორესავითა"

"ქეთოი წმინდა კერაი გაუმარჯოი"

"ვარკოს ნაცოლარი ხარ, ვაჭრობ, სპეკულიანტობ.. შენგელიძე მარო, დროს ატარებ მთქნარებაში, უსაქმური ხარო!"

"ვერ არის გუნებაზე, გამოკრეფილ ვენახს დაემსგავსა"

"უხეში, უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი..."

"შენ რო გყავ, იმაი რო ყავ? ჩვენა კაცო ფეტვი ხო არ გვირევია?"

"ისე, კაი დაწკეპილი ულვაშები კი აქ ჩემ ცოლს, იმიტომ არის ეშხიანი..."

"მინამ ხელ არ მოვაწერთ, ვერ დაგნებდები, ხირხალ... აქ ვერ დაგნებდები ბიჭო, ვერა..."

დაბოლოს, სიტყვები, რომელიც ყველა იმ მორცხვ ბიჭებს უნდა ახსოვდეს, რომელსაც  პერსონაჟი, მაყვალა ბურნუთას ეუბნება:

"ენა არა გაქვს? ან შენ თავ რათ ტანჯავ, ან მე რასა მტანჯავ..."
--
დაბოლოს, მათ, ვისაც ფილმი ჯერად არ უნახავს, გთავაზობთ ამ ერთ-ერთ საუკეთესო ფილმს. 0

ავტორი: