11:46:35     13-08-2014
ყველის კექსები
ინგრედიენტები:
ყველი
160 გ
კვერცხი
1
ფქვილი
100 გ
კეფირი
200 გ
სოდა
1/2 ჩ.კ
ყველი გახეხეთ წვრილ სახეხზე, შეურიეთ ათქვეფილი კვერცხი და კეფირი.
შემდეგ ჩაამატეთ ფქვილი და სოდა, სურვილის შემთხვევაში დაჭრილი მწვანე
ხახვიც.
ცომი გაანაწილეთ ფორმებში. თუ ფორმა სილიკონის არ არის, წაუსვით ცხიმი. გამოაცხეთ 200 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთი.
0