11:05:03     24-02-2011
ემინემმა იუთუბი დაიპყრო
ამერიკელი რეპერი ემინემი ისტორიაში მესამე ცნობილი შემსრულებელი გახდა, რომლის ვიდეორგოლების მაყურებელთა საერთო რიცხვმა საიტ “იუთუბიზე” მილიარდს მიაღწია. ამის შესახებ “Billboard” იტყობინება.
კომპანია Famecount.com - მა, რომელიც სოციალურ ქსელებზე შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების პოპულარობის მაჩვენებელს ადევნებს თვალყურს, რამდენიმე დღის წინ დააფიქსირა, რომ ემინემის ვიდეოებს “იუთუბიზე”, საერთო ჯამში, მილიარდ 163 ათას 659 ნახვა ჰქონდა.
ემინემამდე “იუთუბის” “მილიარდელების კლუბის” წევრები მხოლოდ ჯასტინ ბიბერი და ლედი გაგა იყვნენ, რომელთა ვიდეოების მნახველების რიცხვი 1,3 მილიარდს და 1,1 მილიარდს შეადგენს. კომპანიის გამოთვლებით, ემინემი ლედი გაგას სულ მალე გადაუსწრებს კიდეც. სამაგიეროდ, ეს უკანასკნელი ფეისბუქზე უალტერნატივოდ ყველაზე პოპულარული შემსრულებელია.
ემინემი, გასული წლის ყველაზე წარმატებულ მომღერლადაც დასახელდა. მისი უკანასკნელი დისკი “Recovery” ექვს მილიონიანი ტირაჟით გამოვიდა და “გრემიც” მიიღო, საუკეთესო რეპ-ალბომისათვის. რაც შეეხება იუთუბს, მის “მილიარდელებში,” სავარაუდოდ, სულ მალე პოპ-მომღერალი რიანაც მოხვდება.
0