კრიმინალური ისტორია და სკანდალური ფილმი კრიმინალური ისტორია და სკანდალური ფილმი />


  11:04:06     24-02-2011

კრიმინალური ისტორია და სკანდალური ფილმი

a3777.jpg

ფილმი “ამანდა ნოქსი: სასამართლო პროცესი იტალიაში,” რომელიც რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული, 2,8 მილიონმა ამერიკელმა ნახა. როგორც “დედლაინი” იუწყება, ეს ამერიკული ტელევიზიისთვის საშუალო მაჩვენებლად ითვლება. სურათში მთავარ როლს სერიალ “გმირის” მსახიობი, ჰაიდენ პანეტერი ასრულებს.

ფილმს საფუძვლად, კრიმინალური ისტორია დაედო. 2009 წლის დეკემბერში ამერიკელ ამანდა ნოქსს ბრალად წარუდგინეს საკუთარი მეზობლის, ბრიტანელი მერიდიტ კერჩერის მკვლელობაში თანამონაწილეობა. გოგონა 2007 წლის პირველ ნოემბერს მოკლეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს, იქვე იმყოფებოდნენ ამანდას ბოიფრენდი რაფაელ სოლეჩიტო და ვინმე რუდი ჰედე, რომელთაც 25 და 30 წლიანი სასჯელები შეეფარდათ.

კინოსურათის ეკრანებზე გამოსვლისთანავე, ფილმი სკანდალის მიზეზი გახდა. ნოქსის ადვოკატებმა მოითხოვეს, რომ გადადებულიყო ფილმის ჩვენება და სატელევიზიო არხს ის საკუთარი საიტიდან წაეშალა. იურისტების აზრით, კინოსურათს, შესაძლოა, აპელაციისათვის შეეშალა ხელი. თუმცა, ადვოკატების აზრი გათვალიწინებული არ იქნა და ფილმი ეთერშიც გავიდა და ინტერნეტშიც ფართოდ გავრცელდა.  

0

ავტორი: