09:37:20     11-08-2014
ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ადგილზე ახალი დეტალები აღმოაჩინეს
ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ადგილზე ახალი დეტალებია აღმოჩენილი, - ამის შესახებ ეროსი კიწმარიშვილის ძმამ, ზურაბ კიწმარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გარდაცვალების ადგილის დათვალიერება გარკვეული ტექნიკური საშუალებების დახმარებით განხორციელდა და რამდენიმე საყურადღებო და საინტერესო დეტალი იქნა აღმოჩენილი.
ეროსი კიწმარიშვილის ძმა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღმოჩენილი გარემოებების დაკონკრეტებისაგან თავს იკავებს. მისი თქმით, ახლად აღმოჩენილ დეტალებს გამოძიება შეისწავლის.
ეროსი კიწმარიშვილი 15 ივლისს საკუთარ
ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 115-ე მუხლით (პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანა)
მიმდინარეობს.
0