13:40:50     08-08-2014
ერაყში აბუ ომარ ალ შიშანი (თარხან ბათირიშვილი) მოკლეს
გავრცელებული ცნობით, ერაყის ქალაქ მოსულის დამბასთან გამართულ ბრძოლაში ალ-ქაიდას ერთ-ერთი გამოჩენილი ლიდერი მოკლეს.
„ომის მინისტრად“
წოდებული თარხან ბათირიშვილი, რომელიც ასევე აბუ ომარ ალ შიშანის სახელითაა
ცნობილი, ასეულობით მებრძოლ ჩეჩენთან ერთად, სირიაში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო მებრძოლად მიიჩნეოდა.
2006-დან 2010 წლამდე იგი ქართულ ჯარში მსახურობდა და 2008 წლის აგვისტომს ომში იბრძოდა.
2010 წელს, ტუბრეკულიოზის დიაგნოზით ჯარი დატოვა. ცოტა ხანში, ქართულმა პოლიციამ იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით დააკავა.
2012 წლის დასაწყისში, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, იგი პატიმრობიდან გაანთავისუფლეს.
იმავე წელს, თარხან ბათირიშვილი სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო.