მკვლელობა გლდანში: მამამ შვილი ჩაქუჩით მოკლა მკვლელობა გლდანში: მამამ შვილი ჩაქუჩით მოკლა />


  11:28:59     08-08-2014

მკვლელობა გლდანში: მამამ შვილი ჩაქუჩით მოკლა

a31417.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გლდანში მამამ შვილი ჩაქუჩით მოკლა. ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.

„შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1939 წელს დაბადებული შოთა ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, გლდანის მე-5 მიკრორაიონში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას, თავის არეში ბლაგვი საგნით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა შვილს, 1981 წელს დაბადებულ გიორგი ხ-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით)“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

0

ავტორი: