10:38:44     24-02-2011
ქათმის ბარკლები სანელებლებით
მასალა: ქათმის ბარკლები – 5 ცალი, მაიონეზი – 2 სუფრის კოვზი, სანალებლები – პაპრიკა, მიხაკი, ქინძი, შავი პილპილი, ნიორი – 5 კბილი, მარილი – გემოვნებით.
ბარკლებს მოვაყაროთ მარილი და ყველა სანელებელი. კარგად შევაზილოთ, რათა ყველაფერი ხორცზე თანაბრად გადანაწილდეს. დავამატოთ დანით დაჭრილი ნიორი, მაიონეზი, ისევ ავურიოთ, მაცივარში დავტოვოთ 3 საათის განმავლობაში. შემდეგ გაზქურაში შევწვათ, 45 წუთის განმავლობაში, 220 გრადუს ტემპერატურაზე. 0