იდეალური სანელებლები ხორცეულისთვის იდეალური სანელებლები ხორცეულისთვის />


  05:22:09     08-08-2014

იდეალური სანელებლები ხორცეულისთვის

a31407.jpg

სანელებლები კერძს ახალ, განსხვავებულ არომატს და გემოს სძენს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომელ კერძს რომელი სანელებელი უხდება განსაკუთრებით. ამ ჯერად ყურადღებას ხორცეულზე შევაჩერებთ.

რა სანელებლები უხდება სხვადასხვა სახეობის ხორცეულს?


საქონლისა და ღორის ხორცისთვის: წითელი, შავი და სურნელოვანი პილპილი, მიხაკი, დარიჩინი,  ქონდარი, ძირა, ხახვი, ორეგანო (თავშავა), კურკუმა, ნიორი

ცხვრისა და ბატკნის ხორცისთვის: ტარხუნა, როზმარინი, პიტნა, წიწაკა, ნიორი

ფრინველის ხორცისთვის: ქონდარი, როზმარინი, სალბი, რეჰანი, ნიორი

თევზისთვის: დაფნა, თეთრი პილპილი, სურნელოვანი პილპილი, ხახვი, ქინძი, კამა,

გრილზე შემწევარი ხორცეულისთვის: მუსკატის კაკალი, წიწაკა ჩილი, ნედლი როზმარინი, პროვანსული სუნელების ნაკრები, პილპილი

ნანადირევისთვის: სურნელოვანი პილპილი, ქონდარი, წითელი წიწაკა, დაფნა.

gemrielia.ge
0

ავტორი: