სასარგებლო კულინარიული რჩევები სასარგებლო კულინარიული რჩევები />


  08:57:58     06-08-2014

სასარგებლო კულინარიული რჩევები

a31371.jpg

რამდენიმე რჩევა, რომელიც სამზარეულოში გამოგადგებათ!

• ხარშვისას ბრინჯს დაამატეთ 1 კოვზი ძმარი - ის ქათქათა და ფანტია გახდება.

• თუ არაჟანს ცოტაოდენ რძეს შეურევთ, წამოდუღებისას, სოუსში, აღარ აიჭრება.

• მოშუშვისას რომ კომბოსტო არ გაყავისფრდეს, დაჭრილს ჯერ მდუღარე გადაავლეთ, შემდეგ ყინულოვანი ცივი წყალი. კარგად გაწურეთ და მოშუშეთ.

• ხარშვის ბოლოს ყავას მარილის ორიოდე კრისტალი დაამატეთ და განსაკუთრებულ გემოს შეიძენს.

• თეთრი ღვინის შეცვლა კერძში შეგიძლიათ ცოტაოდენ ძმარში გახსნილი 2 ნატეხი შაქრით.

• მაიონეზის შეცვლა სალათებში შეგიძლიატ არაჟნით, რომელშიც წინასწარ გაქნით მოხარშული კვერცხის გულს და 1 ჩაის კოვზ მდოგვს.

• კისელის მომზადებისას კენკრის არომატი და ცოცხალი ფერი რომ შეინარჩუნოთ, ჯერ მისგან წვენი გამოწურეთ, მოხარშეთ გამოწურული ხილი შაქართან და სახამებელთან ერტად და ბოლოს, ცეცხლის გარეთ დაამატეთ წვენი.

gemrielia.ge
0

ავტორი: