15:01:41     05-08-2014
კიწმარიშვილის ძმა დამატებით ექსპერტიზას ჩაატარებს - რა კითხვები აქვს გარდაცვლილის ოჯახს?
„რუსთავი 2“-ის დამფუძვნებლის მოულოდნელი და ბურუსით მოცული გარდაცვალებიდან ორ კვირაზე მეტი გავიდა. „პრესა.ჯი“-ს ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება დასკვნით ფაზაშია შესული და ექსპერტიზის დასკვნა დღის სინათლეს რამდენიმე დღეშში იხილავს.
პროკურატურაში კონკრეტულ ვადებზე არ საუბრობენ. უწყებაში ამბობენ რომ გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.
პროკურატურის პასუხს ელოდება გარდაცვლილის ოჯახი, რომლებსაც ეროსის თვითმკვლელობის არ სჯერა, (მომხდარიდან რამდენიმე წუთში შს სამინისტრომ და შემდეტგ პრროკურატურამ, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო (პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანა).
„პრესა.ჯი“ დაინტერესდა აქვს თუ არა ოჯახს 15 ივლის მომხდარი საზარელი ფაქტის შესახებ ჩამოყალიბებული ვერსია და გარდაცვლილის ძმას, ზურაბ კიწმარიშვილს ესაუბრა.
„პრესა.ჯი“: რა ეტაპზეა გამოძიება, რაიმე ხელმოსაჭიდი ხომ არ გამოჩენილა ამ დროის განმავლობაში?ზურაბ კიწმარიშვილი (ეროსი კიწმარიშვილის ძმა) : როგორც ვიცი სპეციალისტებმა მუშაობა პრაქტიკულად დაასრულეს. ანუ ყველა ის მასალა, რომელიც მათ სჭირდებოდათ არსებობს. როგორც ჩემთვის ცნობილია, რამდენიმე ადამიანის დაკითხვაა დარჩენილი. ჩატარებულია ექსპერტიზები, ეროსის პირადი მობილურიდან, კომიუტერიდან ამოღებული ინფორმაცია გაშიფრულია. რაც შეეხება კითხვას როდის შეჯერდება ეს ყველაფერი, ამის თაობაზე წარმოდგენა არ მაქვს. პროკურატურა არაფერს გვეუბნება, უწყება კონკრეტულ დეტალებზეც არ საუბრობს.
-კონკრეტულად რას გულისხმობთ?
-მაინტერესებს კონკრეტული ექსპერტიზის პასუხი, მაგრამ ამ დონეზე ვერ ვთანამშრომლობთ. ამ ეტაპზე საქმის მასალები ჩემთვის მიუწვდომელია.
-დღეს შეგიძლიათ ისაუბროთ ვერსიებზე, ანუ ბატონმა ეროსიმ თავი მოიკლა თუ ეს იყო მკვლელობა?
-არსებობს ეჭვები, კითხვის ნიშნები, ჩვენ ველოდებით გამოძიების დასრულებას. კითხვის ნიშნებს აჩენს იარაღი, მოტივი და ასე შემდეგ... არ მაქვს სურვილი გამოიებასთან რაღაც კონფრონტაციაში შევიდე, იმ თვალსაზრისით, რომ მოვითხოვო რაღაცეების დაჩქარება, გასაჯაროვება. მე არ მინდა ხელი შეუშალო გამოძიებას, პირიქით, მზად ვარ ხელი შეუწყო, რომ რამე არ გამორჩეთ გამოძიების მსვლელობისას. ახლა დამატებითი ექსპერტიზა ჩატარების იდეა მოგვივიდა.
-უფრო კონკრეტულად რა ექსპერტიზის ჩატრებას გეგმავთ?
-ჩვენი სურვილია გარდაცვალების ადგილზე დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფმა
დამატებითი ექსპერტიზა ჩაატრონ, ბიოლოგიური კვალის აღმოჩენის მიზნით.
მთავარი კითხვის ნიშნები უკავშირდება გარდაცვალების წინასწარ ვერსიას.
უნდობლობას ვუცხადებ ვერსიას, რომელიც თვითმკვლელობას ეხება.
-დეპრესია მას არ ახასიათებდა ! ტელეფონის გამორთვის მომენტი შეიძლება ჰქონდა, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებული იყო რელაქსაციასთან. ეროსი ძალინ ბევრს მუშაობდა სხვადასხვა პერიოდში. ტელეფონის გამორთვა არ იყო ხშირი შემთხვევა, მახსენდება არჩევნების შემდეგ გამორთო ტელეფონი, მან დაისვენა, რადგან სჭირდებოდა რამდენიმე დღიანი განტვირთვა.
0