თბილისში, თევდორე მღვდლის 5 ნომერში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს თბილისში, თევდორე მღვდლის 5 ნომერში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს />


  14:41:16     28-07-2014

თბილისში, თევდორე მღვდლის 5 ნომერში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

a31291.jpg

როგორც "პრესა.ჯი"-ს აცნობეს, დაჭრას წინ ახალგაზრდებს შორის ჩხუბი უძღოდა.

"დაჭრა საღამოს მოხდა, ხმაური გავიგეთ, პოლიცია და სასწრაფო მალევე მოვიდა, თუმცა როგორც გავიგე ეჭვმიტანილი არ დაუკავებიათ... გაიქცა. 

ახალგაზრდა მუცლის არეში იყო დაჭრილი დანითო",- განუცხადა "პრესა.ჯი"-ს თევდორე მღვდლის ქუჩის მცხოვრებმა. მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. "მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები, ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გეტყვით",- განუცხადეს "პრესა.ჯი"-ს შს სამინისტროში. 0

ავტორი: