13:45:10     28-07-2014
ბათუმის მერის რწმუნებული ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ქალაქ ბათუმის მერის რწმუნებული ოლეგ არველაძე დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ ოლეგ არველაძემ ქალაქ ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, განთავსებული 3142.4 კვ.მ შენობა-ნაგებობის და მასზე მიმაგრებული 6582 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სასურველ ფასში პრივატიზებაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღო ფულადი თანხა 4 000 აშშ დოლარის ოდენობით.